ოთხშაბათი, 2025-07-23, 6:31 PM
მოგესალმებიGuest | RSS ♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
პოეზია
Katherina-Cobainთარიღი: პარასკევი, 2011-02-25, 7:59 PM | შეტყობინება # 1
Main Bitch is here ^^ who the Fuck are you ?!
ჯგუფი: Mrs. Cobain♥Somerhalder
შეტყობინებები: 3201
რეპუტაცია: 51
სტატუსი: Offline
აქ დავწეროთ ის ლექსები რომლებიც მოგვწონს,რათქმაუნდა ავტორსაც მივუწერთ


 
Katherina-Cobainთარიღი: პარასკევი, 2011-02-25, 8:02 PM | შეტყობინება # 2
Main Bitch is here ^^ who the Fuck are you ?!
ჯგუფი: Mrs. Cobain♥Somerhalder
შეტყობინებები: 3201
რეპუტაცია: 51
სტატუსი: Offline
მე პირადად მომწონს გალაქტიონ ტაბიძე,ტერენტი გრანელი,ანა კალანდაძე..ნიკო გომელაური და ბევრი კიდე ... უცხოურ პოეზიას კარგად არ ვიცნობ და

აი გალაქტიონის ამ ლექსს გამოვარჩევ

საუბარი ედგარზე

ლანდებს სასახლეში მხოლოდ მაშინ ელი,

როცა საუბარი ედგარ პოეზეა!

აჩრდილს თანაზიარს მარად საშინელი

დასდევს განწირულთა შავი პოეზია.

ხშირად მაგონდება: ფოთლებშემოცლილი,

სახემიბნედილი ქალის მწუხარება!

მთვარით დაბურული, მთვარით შემოსილა,

მთვარით დაძონძილი ოხვრა... შეყვარება!

(რად ხარ უცხოეთში? მე შენ გელოდები!)

მოვა შუაღამის ბნელი სტუმარივით...

სანთლებს გაანელებს, დარბაზს დააბნელებს,

მიდის სავარძელთან სხვაგვარ მდუმარებით.

უცხო მხარეები იგრძნეს ხომალდებმა,

ფარდა შეირხევა, როგორც ყრუ ფოთოლი

კოშკთა სიმაღლიდან რეკავს მოლანდება,

ცივი უდაბნოა ღამე უშფოთველი,

თანაც გაიხედავ: შენაც დაღამდები -

ირგვლივ დამჭკნარია ფერი და ფერვალი;

ასეთ სანახავად - როგორც თანამდები -

ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი!



 
Elenaთარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-23, 1:20 PM | შეტყობინება # 3
უფროსი ვამპირი
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 434
რეპუტაცია: 11
სტატუსი: Offline
me poezia didad ar miyvars proza mirchevnia.
tumca ari leqsebi romlebic momwons, tu shesabamisi ganwyoba ar maqva leqsi ubramo sityvebis raxaruxi mgonia xolme


 
MOTHERFUCKERთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-24, 1:00 PM | შეტყობინება # 4
katerina
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 6446
რეპუტაცია: 19
სტატუსი: Offline
ვეღარ ანათებს ჩემს დიდ ფანჯრებს<------- momewona

 
Queen♥Sთარიღი: შაბათი, 2011-03-26, 6:38 PM | შეტყობინება # 5
Always and Forever ♥
ჯგუფი: Mrs. Cobain♥Somerhalder
შეტყობინებები: 3052
რეპუტაცია: 61
სტატუსი: Offline
ძალიან მიყვარს გალაკტიონი, გომელაური, ანა კალანდაძე, მურმან ლებანიძე ... happy happy

ეხლა კი ერთ-ერთ ძალიან მაგარ ლექსს გამოვარჩევ რომელიც ორიგინალში შანდორ პეტეფს ეკუთვნის ხოლო ნათარგმნია გრიგოლ აბაშიძის მიერ

მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,
ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს,
ორი პატარა თათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
ოდნავ შეხება მათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით?-
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი,
მე დარდიც მიყვარს შენი,
შენი ღიმილიც ფარტო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,
შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი,
რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მთელი გრძნობით და ძალით.
მტელი სამყარო ვრცელი
შენიტ არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის-
შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ,
შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს,
შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,
რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი,
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მიყვარხარ ცხადად, მალვით,
როგორც აროდეს არვინ
არ ჰყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,
ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუტვნის ყველა,
რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ,
სატრფოვ, შვილო და დედავ,
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად, ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ,
ვარ შენი ტრფობის შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე
ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუტვნის მარტო,
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არი,
ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე, კარგო.


 
Katherina-Cobainთარიღი: შაბათი, 2011-03-26, 9:28 PM | შეტყობინება # 6
Main Bitch is here ^^ who the Fuck are you ?!
ჯგუფი: Mrs. Cobain♥Somerhalder
შეტყობინებები: 3201
რეპუტაცია: 51
სტატუსი: Offline
Katherine_Петрова♥, eg leqsi maswma dagvavala da sul zepirad vici biggrin


 
Queen♥Sთარიღი: ორშაბათი, 2011-03-28, 2:17 PM | შეტყობინება # 7
Always and Forever ♥
ჯგუფი: Mrs. Cobain♥Somerhalder
შეტყობინებები: 3052
რეპუტაცია: 61
სტატუსი: Offline
მურმან ლებანიძის შესანიშნავი ლექსი "ლეგენდად დარჩეს !"

გალაქტიონი ტიციანთან ყოფილა უბრად,
ტიციანს თავის პოეტებში ჰქონია სუფრა,
და იჯდა თურმე ჩვენი დენდი საერთო ჯამთან -
უხორცო იყო, ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა,
გალაქტიონი შემოსულა დუქანში ამ დროს,
მარტო დამჯდარა, მარტოსული, და უსვამს მარტოს;
არ მიუხმია ის ტიციანს, არა და არა,
და ასე უბრად, უხერხულად კარგა ხანს მსხდარან.
უცებ… (მახლობლად პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი)
გალაქტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი:
პოეტი მეფე ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, -
უკადრებია რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის…
აჰფეთქებია აქ ტიციანს უეცრად დენთი,
წამოვარდნილა ჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი,
დაუდგამს ჭიქა, შეუხსნია კისერზე ბანტი
და უხეთქია რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.
და დარევიან პოეტები ერთპირად რეგვნებს
და ჭახაჭუხი შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს;
და როცა ჩვენი ლომკაცები ბრძოლით დამძღარან,
დაუფრენიათ თხებივით და ომი დამცხრალა,
- ტიტე, ძამიკო! – შეშლილივით აყვირებულა გალაქტიონი
და ორთავე ატირებულა ორპირის ფშანზე
გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული ამოსჯდომიათ,
ხვევნა-კოცნა შექმნილა ძმური;
გადმოსცვენია შვების ცრემლი ტიციანს მისით,
რაც ექნებოდათ სამდურავი იციან, ვიცით!
დიდი ბავშვები! ამდგარან და და დამსხდარან ერთად
და პოეზია უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად.
პაოლოს გარდა ამ საქმეში ყოფილა გოგლა,
ყოფილა სმა და გადარევა ყოფილა ოხრად.
ეს ყველაფერი მე მიამბო “არაგვში” გალამ
და, თუ ვუმატებ, ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ,
არამი იყოს ის წარწერა: “სულით და გულით!”
იქ, იმ სარდაფში მიღებული ღვინო და პური!
გული გულს იცნობს, ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს…
ლეგენდად დარჩეს, მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს


 
TaT♥KeTთარიღი: სამშაბათი, 2011-04-12, 10:47 PM | შეტყობინება # 8
Damon ^__^
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 2515
რეპუტაცია: 60
სტატუსი: Offline
cota momwons


[img]http://media.tumblr.com/tumblr_m1q8wq1mS91r9lz2t.gif[img]
 
Dalenaთარიღი: სამშაბათი, 2011-04-19, 4:00 PM | შეტყობინება # 9
ვამპირი
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: 9
სტატუსი: Offline
galaktion tabidze miyvaaRsss..... heart


მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს" რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს"?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

1915

 
smileysmileyთარიღი: სამშაბათი, 2011-04-19, 8:52 PM | შეტყობინება # 10
ვამპირი
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 49
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ყივჩაღის პაემანი
ყორღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

ორშაბათს გოგონა გავიცანი
ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გავიგზავნე,
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი ავუხსენი,
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა,
ვაიმე, ბედო უკეთურო,
დაბერებულხარო გნოლივითა,
ცოლ-შვილს მიხედეო უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირა
თავმოჭრილი ვარო დავასკვენი,
ხოდა თავის მოკვლაც დავაპირე.
მოვიდა მეორე ორშაბათი,
ისევე შემეფეთა ის უღმერთო,
ელვამ დამიარა კოჭებამდი,
დილა მშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე- ბედს,
მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.
ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი იმ უღმერთოს მგალობელი.


 
renesmeთარიღი: შაბათი, 2011-04-30, 10:03 PM | შეტყობინება # 11
ადამიანი
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 9
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
ტერენტი გრანელი

მწუხარე მელოდია

მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები.
საოცრების ლანდები შენს წინ გლოვას ანთებენ,
როგორც ბრილიანტები საიდუმლო ოცნებით.

შუაღამის ვედრება სამრეკლოსთან ბერდება,
მოგონება ფითრდება სინანულის ფარდებში.
სურნელება ვილლასი დაეცემა სილაზე,
როგორც ლურჯი სინაზე, დაიკივლებს ვარდებში.

აკანკალდა არმაზი, უნაზესი გამმაზე,
მოსვენებას არ მაძლევს კვირეების გუგუნი.
ძლივს გადურჩი ამ აპრილს, ვერ ვასრულებ დანაპირს,
ჩვენს ცხოვრებას თანაბარს შთანთქავს ღამე უკუნი.

განშორების წამებში ჩაქრებიან სანთლები,
დაო, მომელანდები ვით კუბოში მწოლარე.
სასაფლაოს ლოდებთან ჩამოცვივდნენ ფოთლები,
მზეო, არ გელოდები მე, ფარულად მთრთოლარე.

როცა ქარი იწყება, გადვიქცევი ფიქრებად,
ალბათ ბევრი იქნება იმედები ქარვაში.
მესმის ხმა როიალის, ვით ფოთლების შრიალი,
მიყვარს მე ხეტიალი შეშლილივით ქალაქში.

მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,

დამატებულია (2011-04-30, 9:59 PM)
---------------------------------------------
ტერენტი გრანელი

ქალის აგონია

დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
დღესაც შორეულ მეგობარს უცდი,
მაგრამ მან მოსვლა დაიგვიანა.

მახსოვს, ცრემლები შენ თვალს უვლიდა,
ალბათ ფიქრებმა ასე დაგღალა,
და უცხო ბინის ყრუ სართულიდან
შენ ფრინველივით დაჰყურებ ქალაქს.

მიხვალ როიალთან და როგორც გიჟი
იწყებ კლავიშზე ხელების თამაშს.
შენ ძლიერ გინდა და რაღაც გიშლის,
რომ გყავდეს ბავშვი, რომ იყო დამა.

სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე,
ხან, როგორც მტრედი, თვალებს დანაბავ.
მიყვები ბედის უცნაურ ხაზებს,
და ნატრობ ვიღაც არათანაბარს.

შენი ლოდინი სანამდი დასტანს,
ანდა სანამდი იქნები წმინდა.
რის მიზეზია, ჯერ ახალგაზრდას,
რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა.

ოთახში ზიხარ შენ, ავადმყოფი,
ხან როგორც ბავშვი ძილს მიეცემი.
შენ ეს ჰაერი თითქოს არ გყოფნის,
და გინდა გლოვა და გინდა ცრემლი.

დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
ახლაც შორეულ მეგობარს უცდი,
რომელმაც ასე დაიგვიანა…

დამატებულია (2011-04-30, 10:03 PM)
---------------------------------------------
გაბრიელ გარსია მარკესი-ბოლო სიტყვა

”ბოლო სიტყვა”

თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაკუწებისაგან შეკერილი პატარა თოჯინა და
მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს, ალბათ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ..დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას..ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს, მესმის რომ თითოეულს სურს როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს, ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ როდესაც ყველას ეძინებოდა, მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს!!
თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შიშვლად გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს არამედ ჩემს სულსაც..
ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას, ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს
და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს..ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა..
ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა...არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს, დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული..
ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ ძალუძს როცა ბერდებია.მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან როცა კარგავენ შეყვარების უნარს..პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის ფრენის სწავლის ფრთებს მივცემდი. მოხუცებს დავანახებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თგვენგან ხალხოო.....დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც,
რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა
და აღარასდროს გაუშვებს მას.
ვიწვალე რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლება შეიძლება თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები..
რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინერეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და
შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი "მიყვარხარ" თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი...
ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოთ
ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ეხლა მე ვცდები და დღეს მეტი არაფერი დაგრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებ...

ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული - ახალგაზრდას თუ მოხუცს, შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს, ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი

დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ

შეასრულე შენი საყვარელი ადამიანის უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს, ჩუმათ ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქისად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ, რომ უთხრა ""ვწუხვარ"" , ""მაპატიე"" , ""გეთაყვა"" , ""გმადლობთ"" , და
ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცით..

შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო, შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე
მათ გამოსათხოვებლად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის.

 
Queen♥Sთარიღი: შაბათი, 2011-04-30, 10:08 PM | შეტყობინება # 12
Always and Forever ♥
ჯგუფი: Mrs. Cobain♥Somerhalder
შეტყობინებები: 3052
რეპუტაცია: 61
სტატუსი: Offline
კაცი? კაცი ოხერია, თქმა იციან ქალებმა,
ცხოვრებაში მარტოობა ბევრად არ ენაღვლება.
სახლში ცოლი თუ გაწყრება,შუბლს იწმენდნენ ოფლიანს,
კარებს გაიჯახუნებენ სხვასთან გაერთობიან.

კაცი? კაცი უტეხია, როგორც ლოდი საყორე.
არაყს დალევს, ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს.
წარბი თუარ გაუხსენი--წავა, არც მოგონატრებს,
ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე.

ან მანქანას გააელვებს, ანდა ვაგონს გაჰყვება,
ვინმე გვერდით თუ არ უდგას, იქნებ, არც ენაღვლება.

ქალი? ქალი მხნედ გაუძლებს ტარტაროზს და შაითანს,
ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს
რაც არ უნდა სუსტი იყოს შიში არ აქვს აღმართის,
იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც.

თუ დასჭირდა, გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან,
მაგრამ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს.
მარტოობის წლები მკერდში გაეყრება ხანჯლებად,
შემოდგომის ყვავილივით ზეზეურად დაჭკნება.

ქალს?...
ქალს მარტო ნუ დავტოვებთ,
სანამ ქვეყნად ვარსებობთ.
ქალი?
ქალი საფერებლად
გაჩენილა, კაცებო

ავტორი ზ.კუხიანიძეა .. რატომღაც ძალიან მომწონს ეს ლექსი happy


 
MOTHERFUCKERთარიღი: კვირა, 2011-05-29, 0:11 AM | შეტყობინება # 13
katerina
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 6446
რეპუტაცია: 19
სტატუსი: Offline
წელს გვიღალატეს თოვლის ფიფქებმა
და ნაცრისფერი დარჩა თბილისი.
ახალი წელი ისე იწყება,
აღარც ჩვენია, აღარც იმისი.
დაეტყო დარდი ტუჩების კიდეს,
ვდგევარ ქვაშუეთთან,
რეკავენ ზარებს…
თოვლი არ არის და მაინც სცივა,
დღეს ჩემს სიყვარულს
და არე-მარეს.


 
SLYTHIთარიღი: ხუთშაბათი, 2011-06-02, 11:04 PM | შეტყობინება # 14
Team Damon! ♥
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 107
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
მეც მიყვარს გალაკტიონი.. მაგრამ თანამედროვეებში გომელაური უბრალოდ.. ძალიან მიყვარს! ))
 
Anna♥Vampireთარიღი: პარასკევი, 2011-06-03, 5:34 PM | შეტყობინება # 15
Normal People Scare Me O_o
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1779
რეპუტაცია: 134
სტატუსი: Offline
Quote (SLYTHI)
გომელაური უბრალოდ.. ძალიან მიყვარს! ))

xooo <3


 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

| მთავარი |
| რეგისტრაცია |
| შესვლა |
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
Statistics
გამოკითხვა
მაქციები თუ ვამპირები ??
სულ პასუხი: 75
ძებნა საიტზე
Copyright MyCorp © 2025