|
ოთხშაბათი, 2025-07-23, 8:56 AM მოგესალმები Guest | RSS
♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥

წყვდიადი
| |
saaali | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:17 AM | შეტყობინება # 1 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| წყვდიადი პროლოგი თვალები გავახილე და გაშტერებული ვიდექი.. ჩემს ირგვლივ სრული წყვდიადი იყო და სიცარიელე. თითქოს ვიღაცას დავემარხე მიწაში სადაც არც ხალხის ხმა აღწევს და არც დღის ნათელი ..არ ვიცი რა ადგილას ვიყავი, მაგრამ ეს ადგილი ღმერთს უხვად ჰქონდა დაჯილდოვებული სიცარიელით, სიბნელით და სიცივით; მაგრამ მერე ყველაფერი გავიაზრე და უფლის მადლობელი ვიყავი , რომ ესეთი სატანჯველი გამომიგზავნა.ეს და არა სიკვდილი.. ვინ თქვა რომ სიკვდილი ადამიანების ყველაზე მწარე სასჯელია ?? არა იგი მხოლოდ ლაჩრებისთვის არის, რომლებსაც ცხოვრების სირთულეების ეშინიათ და ბრძოლის მაგივრად გაურბიან მათ... მაგრამ განა მე თვითონ ლაჩარი არ ვარ ?? ყველაზე დიდი სულმდაბალი არსება ვარ რაც კი არსებობს დედამიწაზე და ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ იმას რაც ჩავიდინე.. აი სწორედ ეს იყო ჩემი დასჯა! მე არ მოვკვდებოდი, ჩემს თავს შვებას არ მივცემდი პირიქით ჩემს შეცდომაზე პასუხს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვაგებდი..
www.gossipgirl.ucoz.org
შეტყობინება შეასწორა saaali - ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:18 AM |
|
| |
saaali | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:22 AM | შეტყობინება # 2 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| თავი 1 მაღვიძარამ დარეკა; დილის 7 საათი იყო. სკოლასთან ახლოს ვცხოვრობდი და ასე ადრე ადგომა არ მჭირდებოდა, მაგრამ როგორც კი მზე ამოვიდოდა ლოგინში ვეღარ ვჩერდებოდი. დღესაც, როგორც ყოველთვის, ერთი ზედმეტად ჩვეულებრივი დღე გათენდა. ფანჯარაში გავიხედე და გამეღიმა, როდესაც იქ ჩემი საყვარელი ამინდი დამხვდა... მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავი, მაინც ყოველდღე გარეთ შიშით ვიყურებოდი და მაინც ყოველთვის იქ წვიმა მხვდებოდა. ერთ-ერთი რამ, რაც ლონდონში ყველაზე მეტად მიყვარს ეს ამინდია. თავიდან მიკვირდა ხალხს მზიანი ამინდის გარდა სხვანაირი ამინდი როგორ უნდა მოწონებოდათ-მეთქი, მაგრამ ეხლა უკვე აღარ მიკვირს… მათი მესმის კიდეც.. საერთოდ, ვინც აქამდე მიცნობდა, უფრო სწორედ ვინც აქამდე ძველ ბელას იცნობდა, მათთვის ახალი ბელა სრულიად უცნობი იქნებოდა.. ამ ზაფხულში ბევრი რამ მოხდა რამაც ასე რადიკალურად შემცვალა.... მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვაპირებ იმ საზარელი ამბის გახსენებას, თორემ სკოლაში ნამდვილად ვეღარ წავალ. ფიქრებიდან თავი რომ დამეღწია უსაქმოდ ჯდომას თავი დავანებე და სააბაზანოსკენ წავედი. შხაპი მივიღე, კბილები გამოვიხეხე და თმების გაშრობას შევუდექი. როცა ეს საქმიანობა დავამთავრე ჩემს ოთახში გამოვედი და ტანსაცმლის კარადასთან მივედი რომ დღეისთვის რამე შემერჩია.. დაახლოებით ნახევარი საათი ვიქექებოდი და ჩემს თავზე ნერვები მეშლებოდა. შორტების, მინი კაბების და ე. წ. „მოდური ზმანების“ გარდა ვერაფერს ვპოულობდი.. არა, აშკარად გარდერობი გასაახლებელი მაქვს, მიუხედავად იმისა რომ ეს ტანსაცმელები იდეალურად მომერგება ვერც ერთს ვერ ჩავიცმევ. ყველა გადასაყრელია. ბოლოს როგორც იქნა ბედმა გამიღიმა და მუქი ლურჯი ჯინსი და გრძელი შავი მაისური ვიპოვე. იმ წამსვე ხელი დავსტაცე მეშინოდა არ გამქრალიყო და ჩაცმა დავიწყე. როცა მოვრჩი ჩანთას ხელი დავავლე და კიბეებზე დავეშვი. ორს ან სამ საფეხურს ერთად ვახტებოდი. გამეცინა, როდესაც ამაზე დედას რეაქცია გამახსენდა.. „ბელა რა ველურივით დახტუნაობ.. ცოტა ნაზად მოიქეცი. გოგო ხარ ბოლოს და ბოლოს“.. მაგრამ ყურადღებას არასდროს ვაქცევდი მის შენიშნვას და ისიც ყოველდღე არ იღლებოდა ერთი და იგივეს გამეორებით. როდესაც სამზარეულოში შევედი იქ დეიდა დამხვდა რომელიც ჩაის ადუღებდა და თან კიდევ რაღაცას ამზადებდა გაზზე. დეიდა 27 წლის ლამაზი, ქერა და ღია ცისფერთვალება ქალი იყო. თავს ყოველთვის განსაკუთრებულად უვლიდა და ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. მასთან შედარებით ბებერს მე უფრო ვგავდი.
www.gossipgirl.ucoz.org
შეტყობინება შეასწორა saaali - ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:25 AM |
|
| |
saaali | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:22 AM | შეტყობინება # 3 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| -გამარჯობა დეიდა!.. -ვაიი... ბელა რამდენჯერ უნდა გითხრა, ნუ გიყვარს მოულოდნელად თავზე წამოდგომა-თქო.. მერამდენეჯერ გამიხეთქე გული.. და კიდევ რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, დეიდას ნუ მეძახი თავი ბებერი მგონია..- პატარა ბავშვივით გაბუსხა ტუჩები, წარბები შეაერთა და ისევ გაზისკენ მიტრიალდა. - კარგი ეგრე იყოს მაშინ,- და ჩუმად ჩამეცინა. მიყვარდა მისი ასეთი რეაქცია- აბა დღეს დილით რა გვაქვს, სამანტა ? -ხო, ეგრე ბევრად ჯობია, ჩემო კარგო,_ მოლბა უცებ, - დღეს გახუხული პურები, კარაქი, ჯემი, ხილი, ჩაი და კიდევ ბევრი რამ გვაქვს.. მაგრამ ჯობია მალე ისაუზმო, თორემ უკვე წასვლის დროა.. ისე შენი ძმა ამდენ ხანს რას აკეთებს? არა და როგორც კი ავდექი მაშინვე გავაღვიძე.. -ოჰოოო აიიი ჩემზეც ჭორაობთ.. უკვე აქ ვარ არც ისე დიდი დრო დამჭირდა წინა დღეებისგან განსხვავებით.. თან დღეს პირველი სასწავლო დღეა და ნელ-ნელა უნდა შევეჩვიო,- გაიარა ვაჟბატონმა , ჭიქა აიღო და დაჯდა ჩემს პირდაპირ.. ტაილერი ჩემზე ერთი წლით პატარა ანუ 16-ის იყო. მხოლოდ ასაკით ჩამომივარდებოდა, სხვა მხრივ კი ჩემზე ნახევარი თავით მაღალი, შავგრემანი და მოკლედ, მწვანეთვალება ლამაზმანი იყო. სკოლის გოგონების ნახევარზე მეტი მასზე გიჯდებოდა (ბევრი ჩემი თანატოლიც კი) და ესეც როგორც ნამდვილი დონ-ჟუანი სიტუაციით კარგად სარგებლობდა. ხან ვინ უწერდა დავალებას, ხან ვინ ეპატიჯებოდა სახლში და ხან ვინ ჩუქნიდა ათას რამეს. ყველას სახელი თვითონაც არ იცოდა და მე ხო საერთოდ; მაგრამ, მოიცა, ერთი გამახსენდა ყველაზე ხანგრძლივი შეყვარებული რომელთანაც დაახლოებით ორი თვე იყო. მას ჯესიკა ერქვა. -კარგი, კარგი შენ რაც არ უნდა გითხრა მაინც არ გჯერა და რა აზრი აქვს წუწუნს,_ამოიოხრა სამანტამ და მე მომიბრუნდა,- ბელა, დღეს შენი მანქანით წადით სკოლაში და მეორეს მე წავიყვან. თან დღეს მორიგე ვარ საავადმყოფოში, ძვირფასო, ხომ გახსოვს და ჩემ გასაღებს მე წავიღებ. იცოდე ყველაფერი იმეცადინეთ! აღარ მინდა მასწავლებლისგან საყვედურები კიდევ მოვისინო.. ეს უფრო შენს საყურადღებოდ, ტაილერ! ტაილერმა არაფერი თქვა.. ვითომ არც გაუგია, ისე ადგა, ჩანთა ზურგზე მოიგდო და გარეთ გავიდა.მეც უკვე დამთავრებული მქონდა საუზმე და ასევე მოვიქეცი.. დეიდას გავძახე სანამ გავიდოდი: -სამანტა, არ ინერვიულო ყველაფერს მივხედავ.. ეხლა მაგვიანდება და უნდა გავიქცე.. მის გამოხტომებს კი ყურადღებას ნუ მიაქცევ.. ხომ იცი როგორი იდიოტია. -ბელა, არ გინდა, რაც არ უნდა იყოს ის შენი ძმაა.. ვიცი რომ ეხლა ძალიან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ მაგრამ დამიჯერე, ძალიან უყვარხარ და ასევე შენც გიყვარს ის! მიუხედავად იმისა რომ ამის აღიარება არც ერთს არ გინდათ.. ოღონდ ეხლა არ შემეწინააღმდეგო ! -კარგი, სამანტა, წავედი თორემ უკვე ძალიან დავიგვიანებ,_ლოყაზე ვაკოცე და უკან მოუხედავად წამოვედი, სანამ კიდევ რამეს მეტყოდა. დღეს ნამდვილად მძიმე დღე მექნებოდა, ბავშვებს ჩემი ცვლილება გაუკვირდებოდათ და ახსნას მომთხოვდნენ.. უკვე აღარ მინდოდა წასვლა, მაგრამ მერე გამახსენდა რომ სახლში დღეს მე და ტაილერი მარტო ვიქნებოდით და სიმწრისგან ამოვიოხრე - არა, ბელა, მაინც ვერ აცდები ვერც ერთ სირთულეს ასე რომ გაქცევას აზრი არ აქვს... ვეცადე დავმშვიდებულიყავი, მაგრამ მგონი მაინც არაფერი გამომივიდა.
www.gossipgirl.ucoz.org
|
|
| |
saaali | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:28 AM | შეტყობინება # 4 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| თავი 2 კარები გამოვაღე,მანქანაში ჩავჯექი და უხმოდ დავქოქე. მთელი გზა ჩუმად ვიყავით და ხმა არცერთს ამოგვიღია.. ანდა რა უნდა მეთქვა ? ეხლაც კი მიჭირდა იმის დაჯერება რომ ჩვენი ურთიერთობა ესე შეიცვალა. ადრე მოსიყვარულე და-ძმა ვიყავით, მის ცუდ მხარეებზე ყურადღებას არ ვამახვილებდი და არც ის ამახვილებდა ჩემსაზე. ეხლა კი რასაც ქვია გამოჭერაზე ვართ, მაგრამ დეიდა მართალი იყო.. ვერ გადავიტანდი მასაც რამე რომ მოსვლოდა და თანაც ჩემს გამო.. მეორედ უკვე ამასთან გამკლავება აღარ გამომივიდოდა. -გაკვეთილები 3-ზე მიმთავრდება და მანქანაში დაგხვდები- საუბრის წამოწყება ვცადე -ბელა არაა მზრუნველი დაიკოს როლის თამაში საჭირო- უკმეხად ჩაიცინა- ეხლა მანქანაში ჩვენს გარდა არავინაა..- ნუთუ ?? ერთ მაგრად ვხევდი იმ დიდ, გასიებულ, თვითკმაყოფილ სახეში! მაგრამ არაა საჭესთან ვზივარ და არ ღირს.. ჯობია ეხლა დავმშვიდდე და აღარ გამოველაპარაკო.. ტყუილად ვეცადე- გავიფიქრე ჩემთვის, მართლა არ მომეწონა ესეთი პასუხი მაგრამ მისგან სხვანაირი უფრო უნდა გამკვირვებოდა ვიდრე ასეთი. -ხო და მართლა ძიძობა არ დაგჭირდება დღეს ჩემი, შეგიძლია სახლში მარტო წახვიდე- უცებ ამოყარა სიტყვები .. - ხოო?? რატოომ? რა ხდება ასეთი? აბა როდის მოხვალ? - გაკვირვებული ვიყავი მეგონა სახლში ფეხით წასვლა მე მომიწევდა. -არ მოვალ საერთოდ დღეს ნიკთან ვიქნები.. აბა შენ რა აგიტანს?? - მკითხა დამცინავად და ისე შემომხედა თითქოს მისი მოსაბეზრებელი თაყვანისმცემელი ვიყავი.. - როგორც გინდა მეც მაგ მაწუხებდა და ძალიანაც მიხარია მე რომ არ მომიწევს წასვლა- არც მე დავრჩი ვალში და გამარჯვებულის გამომეტყველებით გავიხედე წინ.. - ხო კაი ოღონდ არ დაგავიწყდეს ხვალისთვის დეიდას უთხარი რა დამჯერი ბიჭი ვარ.. სკოლიდან მოვედით ,ვისადილეთ და მერე მთელი საღამო წიგნიდან არ ამომიყვია თავი.. ბოლოს და ბოლოს ესე 12 საათისთვის მოვრჩი გაკვეთილებს და დავიძინე..მეორე დილითაც ესეთი საყვარელი ვიყავი არაა?? შემომხედა და ძალით „ჰოლივუდური ღიმილით“ დამაჯილდოვაა. უყურეთ ამას კიდევ რა უნდა? ხოო კარგი ეგრე იყოს მაგის სახლში არ ყოფნა მეც მაწყობს და ეშმაკურად გამეღიმა როცა თავში რაღაც წვეტიანი აზრები მომაწვა...- კარგი ტაილერ შევთანხმდით ეგრე იყოს _ და გულუხვად გავუღიმე.. -აჰაა ეგრე არ ჯობია? კაი ეხლა უნდა წავიდე... ძლივს მოვედით რა ნელა ატარებ მანქანას ლამის ჩამომეძინა- მიტრიალდა და კარების სახელურს ხელი მოკიდა, რომ გადასულიყო.. მაგრამ არც ესე სწრაფად მეგობარო და უცებ დავუძახე - ოღონდ სიჩუმეს თავისი ფასი აქვს ხომ იცი?? - უცებ სახე შეეცვალა მაგარ ბიჭს აღარ გავდა რომელიც წამის უკან მეჭყანებოდა. -ხოო აბა მეც არ გამიკვირდა უანგაროდ როგორ მეხმარებათქო?? - ოჰ საწყალი რომ არ ვიცნობდე შემეცოდებოდა ეს საზიზღარი დონ-ჟუანი.. - რას ვიზამთ პირობა ესეთია.. მე შენ გეხმარები და შენ მე.. ოღონდ შეიძლება დღეს და ხვალ არაფერი გთხოვო.. ასე რომ სრულ მზადყოფნაში იყავი რა იცი რა მომინდება- ჩანთას ხელი დავავლე და მანქანა ტრიუმფალურად დავტოვე ისე რომ მისი სახისთვის არც შემიხედავს.. ჯერ არ ვიცოდი ეს სურვილი რა იქნებოდა, მაგრამ თვითონაც მიხვდა რომ არაფერი კარგის იმედი არ უნდა ქონოდა..
www.gossipgirl.ucoz.org
შეტყობინება შეასწორა saaali - ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:53 AM |
|
| |
saaali | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:29 AM | შეტყობინება # 5 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| სკოლის ეზოში შევედი და ნაცნობმა ადგილმა ჩემში ბევრი ნაცნობი და უცნობი შეგრძნება გამოიწვია. ყოველ წელს ასე იყო საერთოდ მაგრამ არაა.. ამ წელს რაღაც სხვანაირი იყო და მშვენივრად ვხვდებოდი რა იყო ეს სხვა რაღაც. ეზო მართლაც ძალიან ლამაზი იყო , უამრავი ხე და ბუჩქი და რამოდენიმე მოედანიც იყო ზაფხულში სათამაშოდ. მასში ყოველთვის მხიარული სიცილ-კისკისს თუ გაიგონებდით : დილით სასწავლო დღისგან და შუადღეს ამ დღის დასასრულისგან გამოწვეულს. მაგრამ დღეს ეს სიხარული მთელი სამი თვის უნახავობისგან იყო გამოწვეული.. ეზო მანაქანებით, მოსწავლეებით და მშობლებით იყო გადაჭედილი.. ვცდილობდი ამდენ ხალხში ჩემი ნაცნობები მეპოვა და ფეხისწვერებზე, კისერმოღერებული მივდიოდი წინ. აიი როგორც იქნა ისინი.. ჩემი საუკეთესო მეგობრები, მაგრამ განსაკუთრებით ერთის დანახვა გამეხარდა. როზალინდა ჯონსონი ლამაზი შავგრემანი გოგონაა, სიმაღლით არც თუ ისე მაღალი არის ჩემზე დაახლოებით ერთი თავით დაბალი, ულამაზესი გრძელი შავი ატლასივით თმით და საყვარელი, ბავშვური მრგვალი სახით რომელსაც მუდმივად მისი საყვარელი ღიმილი ამშვენებს. კბილები იმდენად თეთრი აქვს, რომ როცა იცინის ისინი ანათებენ მის სახეზე. ასეთი არის ჩემი დაქალი, ყოველ შემთხვევაში ასეთი მახსოვდა. როცა დავინახე კი პირი მაშინვე გაკვირვებისგან გავაღე და თვალებს ვერ ვუჯერებდი და ისიც ამავე მდგომარეობაში იყო. -ღმერთო ჩემო ბელა ეს შენ ხარ?? როგორ შეცვლილხარ თითქოს სამი თვე კი არა სამი წელი გასულიყოს..- თვალებს ვერ უჯერებდა და მისი მესმოდა კიდეც მართლაც ეგრე იყო.. - როუზ და ამის მერე შენ მე მეუბნები შეცვლაზე რამეს? ძლივს გიცანი მაგრამ ახალი სტილი მართლა ძალიან მოგიხდა- სწორედ ის გოგონა რომელიც აღვწერე ჩემს წინ იდგა მოკლე თმებში, დახეულ ჯინსის შარვალში და ტყავის კურტკაში. ვერ ვიჯერებდი ძველ როუზს საერთოდ არ გავდა, მასთან შედარებით უფრო გიჟი, გადარეულიც იყო.. ძლივს გონზე მოვეგეთ თუ არა ერთმანეთს ათასნაირი წივილ-კივილით ველეწეთ და თან ადგილზე ვხტუნაობდით კარგახანი. ბოლოს მაიკის ხმამ გამოგვაფხიზლა და მეც მივხვდი რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი ბავშვი იყო. მაიკისაც მივესალმე და ისიც როგორც როუზი საშინლად იყო შეცვლილი. გარუჯული,შარშანდელთან შედარებით ბევრად მაღალი და ჭკუითაც გაზრდილი მეჩვენებოდა, მაგრამ მისი ცისფერი თვალები და თბილი მეგობრული ღიმილი უცვლელი იყო.მის შემდეგ პირველი ვინც დავინახე ეს მისი და და ჩემი კლასელი ამანდა როჯერსი იყო. უფრო სწორად კი არ დავინახე მივხვდი რადგან ისე შემომახტა რომ მის გარდა სხვა ასე არავინ მოიქცეოდა. - მოიცა ერთი კარგად შემოგხედო.. ეს რა არის რაც ჩემგან შორს იყავი მოდასაც დაშორდი როგორც ჩანს -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ვიდრე ჩემთვის - მაგრამ არაუშავს ამას აუცილებლად გამოვასწორებთ… და მანაც გამიღიმა ისეთი ღიმილით როგორიც მე მიყვარდა. -ბავშვებო ყველანი ძალიან მომენატრეთ.. მართლა დიდი დრო გავიდა რაც არ გვინახავს ერთმანეთი- და ეს მართლაც ესე იყო. ეს ადამიანები ჩემი ცხოვრების შემადგენლი ძირითადი ნაწილები იყვნენ ჩემი ოჯახის შემდეგ, მაგრამ რადგან იქ ყველაფერი თავდაყირა მაქვს ეხლა მარტო ესენი დამრჩა. აშკარად ცოტა უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რატომღაც, მიუხედავად იმისა რომ ეზოში საშინელი ყაყანი იყო. -აი მონატრებულმა ზარმაც დარეკა სამი თვის შემდეგ. მგონი დროა შევიდეთ და პირველ გაკვეთილზე არ დავიგვიანოთ- ესეთ სიტუაციებში შველა მხოლოდ მაიკს შეეძლო და ეხლაც მან იხსნა ყველა და ასევე ზარმაც. მაშინვე დავიშალეთ და სკოლისაკენ გავემართეთ. ვერც კი წარმოიდგენთ რა გაჭედილი იყო შესასვლელი კარები. საერთოდ სკოლა კარგი დიდი 4 სართულიანი შენობა იყო, მაგრამ შესასვლელი მხოლოდ ერთი დიდი კარები ჰქონდა. სამწუხაროდ ყოველ დილით აქ ესეთი ამბავი იყო და სკოლაში როცა მოხვიდოდი დაახლოებით 15 წუთი გინდოდა სანამ შიგნით შეხვიდოდი. მითუმეტეს დღეს გაორმაგებული თუ გასამმაგებული იყო, რადგან თითქმის ყველა მოსწავლეს მშობლები ახლდა და ამის დანახვაზე გული საშინლად მტკიოდა, მაგრამ ვცდილობდი ირგვლივ აღარ გამეხედა და რაც შემეძლო მალე შევსულიყავი. ბოლოს ესე 5 წუთის შემდეგ მეც შევძელი ცხვირის შეყოფა შენობაში, დანარჩენებს დროებით დავემშვიდობე და ადმინისტრაციისკენ წავედი. დერეფანს გავუყევი და როდესაც იმ მუქ ყავისფერ კარებს მივადექი სადაც გარედან მიკრული იყო ‘ადმინისტრაცია’ მაშინვე ფრთხილად დავაკაკუნე. იქიდანაც საპასუხო ნებართვა მომესმა და მეც შევედი მზიან და ყვავილებით მორთულ ოთახში. პირველი რაც თვალში მომხვდა საწერი მაგიდა, უამრავი საბუთები აქა-იქ (მაგრამ მოწესრიგებული) და ლამაზი, საშუალო სიმაღლის და ასაკის სათვალეებიანი ქალი. მისის კუპერი სკოლაში ბევრ საქმეებზე მუშაობდა საერთოდ, მაგრამ დღეს რატომღაც აქ გაამწესეს, რომ მოსწავლეებისთვის საჭირო კოორდინატები და ინფორმაცია მიეცა. მართალია დღე ახალი დაწყებული იყო, მაგრამ ქალს უკვე დაღლილის შეხედულება ჰქონდა.
www.gossipgirl.ucoz.org
შეტყობინება შეასწორა saaali - ოთხშაბათი, 2011-05-18, 1:00 AM |
|
| |
saaali | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:30 AM | შეტყობინება # 6 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| -გამარჯობათ მისის კუპერ - შევეცადე რაც შემეძლო რბილად მეთქვა და თბილად გამეღიმა. საპასუხოდ მანაც ისევე ნაძალადევად გამიღიმა როგორც მე. -გამარჯობა ბელა! მიხარია კარგად რომ ხარ - ცოტა უხერხულად გაწითლდა ამის თქმის შემდეგ - მართლა ძალიან ვწუხვარ შენი მშობლების გამო, ისინი გადასარევი ადამიანები იყვნენ. მემგონი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ ამის მოსმენა ნამდვილად არ მინდოდა და მაშინვე გავაწყვეტინე - მადლობთ მისის კუპერ თანაგრძნობისთვის. ჯობია ჩემი ცხრილი გამოგართვათ და სწრაფად წავიდე გაკვეთილზე თორემ უკვე კარგად დამაგვიანდა - შეიძლება ცოტა უხეშადაც გამომივიდა, მაგრამ ეს ნამდვილად არ მადარდებდა. - ხო მართალი ხარ ცოტა გამიგრძელდა მემგონი - თავის გასამართლებლად გაიცინა... - აი შენი ცხრილი აქ ხელი მოაწერე და შეგიძლია წახვიდე გაკვეთილებზე. მეც მოვაწერე ხელი რაღაც ფურცელზე, მისის კუპერს დავემშვიდობე და სასწრაფოდ წავედი იმ კაბინეტისაკენ სადაც გაკვეთილი მქონდა. ცხრილში ჩავიხედე, პირველი მათემატიკა იყო. სახე დამეჭყანა.. ნამდვილად არ მინდოდა ამ გაკვეთილით დაწყება, მაგრამ ვერსად გავექცეოდი..ასე რომ თამამად გავუყევი დერეფანს. მათემატიკაზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და ეს არც მიკვირდა. შესვლისას ჩემმა მგონი სიცოცხლის ზღვარს გადაცილებულმა მასწავლებელმა საყვედური მომაგება და ისე გამისტუმრა მერხთან. გაკვეთილი კი ნამდვილად მოწყენილობის სამეფო იყო, ისეთი როგორც ამ საგანს და ასეთი ასაკის კაცს შეეფერება. დრომ კი თავის თავს არ უღალატა და უდარდელად გაიწელა თითქოს ჩემი ნერვების მოსაშლელად.. და გამოუვიდა კიდეც მგონი. როგორც კი ზარი დაირეკა მაშინვე გავვარდი კლასიდან ცეხლწაკიდებულივით და ცხრილს დავხედე. შემდეგი ისტორია მქონდა და თითქმის სკოლის მეორე ბოლოში უნდა მივსულიყავი. არაა აშკარად დღეს კარგი დღე ვერ იყო. როგორც იქნა დამთავრდა და მეც შვებით ამოვისუნთქე, მეგობრებს დაღლილობის მიზეზით დავუძვერი და პირდაპირ ჩემი მანქანისკენ წავედი. ავტოსადგმოზე როგორც ყოველთვის ხალხი ირეოდა და ნახევარი უკვე ცარიელი იყო. მანქანაში ჩავჯექი და იმით ნასიამოვნებმა რომ დღეს მარტო ვიქნებოდი სახლში , გუნება გამომიკეთა და გახარებული გავუყევი ნაცნობ სკოლა-სახლის გზას.
www.gossipgirl.ucoz.org
შეტყობინება შეასწორა saaali - ოთხშაბათი, 2011-05-18, 1:03 AM |
|
| |
saaali | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:35 AM | შეტყობინება # 7 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| თავი 3 სახლში მისვლისთანავე ჩემი ოთახისკენ გავიქეცი. მიუხედავად იმისა რომ სახლის ცარიელი იყო, ყველაზე მყუდროდ თავს მაინც იქ ვგრძნობდი.ადგილი სადაც ყველაზე დიდი ხანი მაქვს გატარებული ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე მყუდრო, მოსახერხებელი და კიდე მისი მთავარი ღირსება ჩუმი. მას ლაპარაკი არ შეეძლო ჩემდა საბედნიეროდ მუნჯი იყო.ოთახი ნამდვილად არ იყო საზეიმო ფერებში. კედლები ლურჯი, ასევე ფარდები მუქი იყო და მისგან დღეც კი ძლივს შემოდიოდა მზის სინათლე. მასში არის ერთი საწოლი, სარკე თავისი ე.წ. „ტრილიაჟითურთ“, ზემოთხსენებული დიდი გარდერობი, საწერი მაგიდა (რომლეზეც ასევე განთავსებული იყო კომპიუტერი) და მის წინ ერთი სკამი. ოთახი ძალიან მაღალი არ იყო, მაგრამ ჩემთვის ესეც საკამრისი არის, რაც მთავარია მასში ვეტევი თავისუფლად. აქ ყოველთვის მიყვარდა ყოფნა. რატომღაც ჩემი უსაყვარლესი ადგილი იყო და ამიტომ მიყვარდა ხოლმე აქ შემოსვლა. დღესაც ესე ვიყავი. თავი ისევ იქ ვიგრძენი სადაც უნდა ვყოფილიყავი,სადაც ჩემი ადგილი იყო . შესვლისთანავე ჩანთა მოვისროლე, სად დავარდა არც მახსოვს. საწოლოთან მივედი,პირქვე დავემხე და უეცრად რაღაც საშინელი თავისუფლება ვიგრძენი. აღარ მახსოვს ესე რამდენი დრო გავიდა.. ერთი, ორი ან შეიძლება ბევრად მეტიც.. ყოველთვის მიკვირდა როცა იქ ხარ სადაც გინდა ყოფნა რა მალე გადის დრო? არა დრო საერთოდ არ უნდა მეხსენებინა. მასზე სასტიკი მგონი ამ ქვეყნად არაფერია არაა. რაც არ უნდა მოხდეს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თავისთვის მიდის და თუ არ გაყევი ისე გადაგივლის რომ ვერც ვეღარასდროს დაეწევი. შესაძლებელი რომ იყოს თუნდაც ერთი საათით იმ მშვენიერ წარსულში დაბრუნება და არაფრის შეცვლა მაინც თანახმა ვიქნებოდი. ბევრ სურათებს გადავიღებდი, თითოეულ მომენტს დავაფიქსირებდი და საერთოდ არაფერს დავტოვებდი უყურადღებოდ. მართალია ესე სურათები მერე უფრო დიდ ტკივილს მომაყენებდა, მაგრამ მომხდარი დავიწყების უფლებას არ მომცემდა. ამის ნებას არც მე მივცემდი ჩემს თავს რა თქმა უნდა. ნერვები მომეშალა ჩემს იდიოტურ ფიქრებზე და სწრაფად ავდექი საწოლიდან. მაგიდას მივუჯექი და კომპიუტერი ჩავრთე თან წიგნებს ვიღებდი ჩანთიდან. ორი საქმის ერთდროულად გაკეთებას ვცდილობდი, მაგრამ რატომღაც ვხვდებოდი რომ რომელიღაცას ვერ გავაკეთებდი. იმასაც ვხვდებოდი ეს „რომელიღაცა“ რომელიც აღმოჩნდებოდა. ინტერნეტში შევედი რაღაცეები შევამოწმე და მალევე გამოვედი. არავის წერილი არ დამხვედრია და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. რა უცნაურია რომ კომპიუტერთან ვიჯექი და ამას ვფიქრობდი. აშკარად რაღაც ვერაა ჩემს თავს და ამას მეც ვხვდები კარგად. ბოლოს მაინც გაკვეთილებს მივუბრუნდი და მეცადინეობა დავიწყე. საერთოდ ყოველთვის ძნელი გაკვეთილებით ვიწყებდი და შემდეგ ვაკეთებდი ადვილებს ხოლმე. არ მინდოდა რთული საკითხები გვიანობისთვის შემომეტოვებინა და მერე წიგნზე ჩამომძინებოდა. ასე ორმაგად დავზარალდებოდი : ვერც გაკვეთილს ვისწავლიდი და ვერც წესიერად გამოვიძინებდი. ასე რომ ტრადიციას არ ვუღალატე და საძულველი მათემატიკა გადავშალე. ხოო აშკარად ამის სწავლის განმავლობაში ბევრი დრო გადის და კარგადაც ვიღლები.. დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოვრჩი მათემატიკას და მერე ინგლისურს მივუბრუნდი. ნამდვილად მიყვარდა ეს გაკვეთილი, პირველი იმიტომ რომ მშობლიური ენაა და მეორე ადვილად ვსწავლობ ხოლმე.. ასე ადვილი-ძნელი საგნების პაექრობით დაახლოებით მგონი 5-მა საათმა გაირა სანამ ბოლომდე არ დავამთავრე მეცადინეობა.. უკვე 8 საათი იყოო მოსული. ძილისთვის ნამდვილად ზედმეტად ადრე იყო რამე უნდა მომეფიქრებინა დროის გასაყვანად.პირველ სართულზე ჩავედი და სამზარეულოსკენ გავშურე. მაცივარი გამოვაღე და იქაურობას თვალი გადავავლე.. საჭმელების, ბოსტნეულის და წვენების გარდა არაფერი იყო , შიმშილი კი ნამდვილად არ მაწუხებდა. მისაღები ოთახისკენ გავეშურე, სავარძელში გემრიელად მოვიკალათე და ტელევიზორი ჩავრთე. იქნებ რაიმე საინტერესო გადაცემა ან ფილმი მეპოვა და დრო ამით გამეყვანა. უშედეგო ძებნის შემდეგ ტელევიზორი გამოვრთე და ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი და საწოლზე დავჯექი. სულელივით ერთ წერტილს მივშტერებოდი, უფრო სწორად უსაქმურივით რომელსაც ბუზების თვლის მეტი საქმე არ ქონდა საერთოდ.უცებ დაწერა მომინდა და ჩემი დღიურის ძებნა დავიწყე.. საბანის ქვეშ ხელი შევყავი და გამოვიხე, გავფერთხე რომ მტვერი მომეცილებინა და გადავსალე.. ბოლო ნაწერს თვალი მოვავლე და როდესაც თვე დავინახე ნაწერის ქვემოთ გული რაღაც უცნაურად ტკივილით და სინანულით შემეკუმშა. ბოლოს მაისსში მქონდა დაწერილი, მას მერე იმდენი რამე გავიდა ასე მგონია ეს სამი თვე კი არა უზარმაზარი წელი იყო.. ტკივილის წელი რომელიც სამოდამოდ გამყვება თან და სიმშვიდის საშუალებას სამუდამოდ დამიკარგავს.. საწერი კალამი მოვიმარჯვე და წერა დავიწყე...
www.gossipgirl.ucoz.org
შეტყობინება შეასწორა saaali - ოთხშაბათი, 2011-05-18, 1:05 AM |
|
| |
saaali | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:36 AM | შეტყობინება # 8 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| „გამარჯობა!! მას შემდეგ რაც აქ ბოლოს დავწერე დიდი დრო გავიდა, ძალიან დიდი და ბევრი რამ შეიცვალა.. საერთოდ არავისთვის არ მომიყოლია ამის შესახებ, მაგრამ ესე დიდხანს ვეღარ გავძლებ, ვიცი რომ ვიღაცასთან დალაპარაკება მჭირდება და იმედი მაქვს რომ შენთან საუბარი ახლაც ისევე დამეხმარება როგორც ადრე. მაისში როდესაც სასწავლო წელი დავამთავრეთ ამ ცერემონიის შემდეგ ხალხი დაიშალა და ყველა სახლებში წავიდა, თითქმის ყველა.. მე და ჩემი კლასელები უკვე ამ დღისთვის დიდი ხანი ვგეგმავდით წვეულების გამართვას.. ჯონმა (ჩემმა კლასელმა და ასევე მეგობარმა) თავისი სახლი ზრდილობიანად შემოგვთავაზა, რომელიც ქალაქიდან რამოდენიმე მილის მანძილზე იყო. მართლაც და ამ საბედისწერო მშვენიერ დღეს ამინდიც გადასარევი იყო ანუ ჩვენს გეგმებს ხელს არაფერი უშლიდა... ამიტომ როგორც კი სკოლიდან მოვედი მაშინვე ჩანთა დავაგდე და წავედი.. გარეთ რომ გამოვედი მაიკის მანქანა დავინახე და მისკენ გავემართე.. გზა ნამდვილად არ იყო მოსაწყენი, მითუმეტეს მასში ამდენი ბავშვები ვიყავით და კარგადაც ხალისობდით... ამიტომ ისე მალე მივედით, რომ დროის გასვლა საერთოდ ვერ შევამჩნიეთ.. როდესაც მანქანიდა გადმოვედით ნამდვილად თვალწარმტაცი სანახაობა დაგვიდგა თვალწინ... ტიპიური ამერიკული საკუთარი სახლების ქუჩა იყო, ყველა ერთი ზომის და ფერის,თავიანთი პატარა გაკრეჭილი გაზონებით ნამდვილად სიმშვიდეს ფენდა ყველა იქ მცხოვრებს.. სახლი ორსართულიანი იყო და მართალია არც ისეთი ბუმერაზი, მაგრამ რაღაცნაირად მაინც საყვარელი იყო თავისიანების ფონზე.. შიგნით, რომ შევედი ჩემი განცვიფრებას უკვე ვეღარ ვმალავდი და ყველაფერი სახეზე მეწერა.. ბუშტები, ათასგვარი გაფორმებები და მუსიკა იქაურობას ნამდვილ ჯადოსნურ ადგილად აქცევდა..როდესაც სხვა ოთახსი გავედი იქაც უხვად იყო ისეთი რაღაცეები რაც პირველში და სხვებში, მაგრამ იქ ვიღაცას სცენა დაეყენებინა და წინ დიდი თავისუფალი ადგილი დაეტოვებინა... ზუსტად არც მახსოვდა რა უკრავდა, მაგრამ თითქმის ყველა ცეკვავდა.. ჩვენც სიტუაციას მოვერგეთ და დალევაც კი დავიწყეთ, მიუხედავად იმისა რომ უმეტესობა კლასელები ვიყავით (მე ესე მეგონა) აღმოჩნდა , რომ აქა-იქ უცხოებიც გაერეოდნენ. სიმართლე გითხრა მათი არც სახელი და არც გვარი არ მახსოვს, რადგან სასმელს უკვე კარგად ვყავდი გაბრუებული და ფეხზე ძლივს ვიდექი. მართლაც რომ კარგად გავერთეთ. წვეულება ან ალბათ უფრო თინეიჯერების ფართი შესანიშნავად დასრულდა.. ყველაფერი ისე მოხდა როგორც ჩაფიქრებული გვქონდა და ყველა კმაყოფილი იყო.. ძალიან ბევრი ბავშვი იყო უმანქანოდ და ამ მხრივ ცოტა პრობლემა შეიქმნა. ზოგმა ტაქსი გამოიძახა, ერთეულებს იქვე ეყენათ და უმეტესობის სახლამდე მისვლა კი მაიკის მთავარი საზრუნავი გახდა.. მართალია მეც შემომთავაზა წაგიყვანო, მაგრამ შემეცოდა ჩემ გარდაც ძალიან ბევრი ყავდა მისაყვანი და თან თვითონაც უნდოდა დასვენება.. ამიტომ მეც ტელეფონი ამოვიგე და მამაჩემს დავურეკე. ტელეფონი მალევე აიღო და შეშინებულმა მკითხა სად ვიყავი.. მეც მოკლედ ავუხსენი ყველაფერი და ვუტხარი მოსულიყო და წავეყვანე.. მამამ მითხრა რომ ზუსტად ეხლა მოვრჩით მეც და დედაშენიც მუშაობას და ეხლავე წამოვალთო..მეტი აღარაეფი უთქვამს და ტელეფონი გამითიშა.. დახლოებით ნახევარ საათში მოვიდნენ და მეც რამის თქმის გარეშე თქმის გარეშე ჩავჯექი მანქანაში.. მათაც არ მოუბეზრებიათ კითხვებით თავი, ეტყობა მიხვდენ რომ ეხლა მაინც ლაპარაკის თავი არ მქონდა და ამიტომ თავიანთ სამსახურზე და როგორც ყური მოვკარი მგონი გახარებულები დაწინაურებაზე ლაპარაკობდნენ..მეც შიგადაშიგ ჩავერთვებოდი ხოლმე თან ისე, რომ ნახევრად მეძინა.. მაგრამ უეცრად საშინელმა სინათლემ და მოცურების ხმამ გამომაღვიძა... დავინახე რაღაც მანქანამ როგორ მოუხვია და ჩვენ პირდაპირ ტყისკენ გავქანდით უზომო სისწრაფით..“ წერა უეცარმა ზარმა შემაწყვეტინა.. ცოტა არ იყოს ასეთ დროს ნამდვილად არავის ზარს არ ველოდებოდი.. უფრო მეტად კი ის გამიკვირდა როცა ნომერს დავხედე და დავინახე, რომ ტაილერი მირეკავდა.
www.gossipgirl.ucoz.org
|
|
| |
saaali | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:39 AM | შეტყობინება # 9 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| მოკლედ ეს არის ჩემი ფიკი და ადრეც ვდებდი აქ მაგრამ ეხლა ცალკე გავაკეთე თემა და აქ დავდებ ხოლმე რათქმაუნდა თუ მოგეწონებათ.. წინა ორი თავი საიტზე უკვე იდო, მაგრამ მაინც დავდე ამ თემაშიც, ხოლო მესამე თავი ახალია.. მოკლედ გავაგრძელებ თუ არა დადებას ეგ თქვენს შეფასებებსა და კომენტარებზეა დამოკიდებული.. იმედია მოგეწონებათ ^_^
www.gossipgirl.ucoz.org
შეტყობინება შეასწორა saaali - ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:41 AM |
|
| |
smileysmiley | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-19, 6:59 PM | შეტყობინება # 10 |
ვამპირი
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 49
სტატუსი: Offline
| au ganagrdze raa saliii gtxooov raaa.shen tu aset magar ragacas werdi ar vicodi :X
|
|
| |
Favourite♥Dessert | თარიღი: შაბათი, 2011-05-21, 10:46 AM | შეტყობინება # 11 |
 youCanFeelTheMagic
ჯგუფი: შემმოწმებელი
შეტყობინებები: 1118
სტატუსი: Offline
| saaali, Dzaaaan maaagariiaa saaaliiiii Gaagrdzeeelee !~~ twizee ar debdi amas? :X me ar minaxavs
|
|
| |
saaali9556 | თარიღი: შაბათი, 2011-05-21, 10:58 PM | შეტყობინება # 12 |
 ადამიანი
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 2
სტატუსი: Offline
| smileysmiley, კარგი აუცილებლად დავდებ evil_Katherina,ხო გოგო იქაც ვდებ და ზუსტად ბეტას გავუგზავნე რომ შეასწოროს ახალი თავი და დავდებ აქაც
|
|
| | |
saaali | თარიღი: შაბათი, 2011-05-21, 11:01 PM | შეტყობინება # 14 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| saaali9556, <==== ეს არასწორად შემოვედი და მე დავწერე და წაშალეთ რა
www.gossipgirl.ucoz.org
|
|
| | |
|
|
|
|
|