ალბათ ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ ორიგინალებით, ვამპირებით, მაქციებით და ჰიბიდებით სავსე წვეულებაზე რაიმე რომანტიკული შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ არა ჩვენ. ეს ხომ "ვამპირის დღიურებია" და მისტიკ ფოლსის მცხოვრებები ყოველთვის პოულობენ სხვა გზას, რომელიც სისხლთან არაა დაკავშირებული. სანდო წყაროზე დაყრდნობით წვეულებაზე მიპატიჟებული წყვილებიდან ერთ–ერთი მაინც იპოვის ერთმანეთთან დასაახლოვებელ გზას .. თუ ჯობდა გვეთქვა ერთმანეთის ტუჩებისკენ გზას ??
3x14 სერიის სურათებიდან ჩანს, რომ სტელენა ერთმანეთს უახლოვდება. მაგრამ აქედანვე ვერკვევთ, რომ არც დელენა კარგავს დროს. "ჩვენ ვპირდებით დეიმონისა და ელენას ფანებს, რომ ისინი მთელ ხმაზე იკივლებენ" – ამბობს წყარო. ამასთან ერთად არის ერთი, შეიძლება ითქვას ცუდი ფაქტი, დეიმონი შიშველი იღვიძებს გოგონასთან და ეს არაა ელენა.
თქვენი აზრით, რომელი წყვილის კოცნა შედგება სერიაში ?