ახლახანს საოცარ და სამწუხარო სიახლეს გადავაწყდი... ასე რომ, მყარად დაჯექით დღიურების ფანებო !!! სიახლე გვიყვება იმაზე, რომ ვიღაც "ვამპირის დღიურებში" ძალიან მალე უნდა მოკვდეს ჩემი გონება ძალიან დავძაბე, რომ გამომეცნო ვინ შეიძლება მოკლან, მაგრამ რადგან არც ერთის სიკვდილი არ მინდა ამაზე ვერ ვფიქრობ. სამაგიეროდ კრისტენ დოს სანტოსი საუბრობს სერიალის მოსალოდნელ მომავალზე: "სანდო წყაროებს რომ დავუჯეროთ, "ვამპირის დღიურები" კლავს თავის ერთ-ერთ პერსონაჟს." წერს ის "მაგრამ ეს არი იქნება ჯერემის-თავი-მოუგრიხეს-მაგრამ-აღმოჩნდა-რომ-მას-მაგიური-ბეჭედი-ეკეთა სიკვდილისნაირი სიკვდილი ის შოუში აღარ გამოჩნდება და რასაკვირველია აღარც მსახიობი იმუშავებს სერიალზე." როდის? არავინ იცის როგორ? არავინ აზრზეც არ არის ეს ადგილი ზუსტად ვთარგმნე: "რა თქმა უნდა ჩვენ ჭკუიდან შევიშალეთ ოღონდ სომერჰალდერი არა" ... ძალიან მომეწონა უცხოელი ფანების რეაქცია :) ახლა კი თქვენი აზრი მაინტერესებს, ვინ მოკვდება ?? ყველაზე ძალიან ვინ გინდათ რომ დარჩეს .. უცხოურ საიტზე გამოკითხვის შედეგები კი ასეთია:
|