ძალიან ბევრი მოზარდის (და არა მარტო მათი) საყვარელი სერიალი, "ვამპირის დღიურები" შეიძლება მესამე სეზონით დამთავრდეს. ეს ინფორმაცია შემქმნელებმა მოგვაწოდეს, ამ უდავოდ საუკეთესო ვამპირული ფილმის ავტორებმა.
ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ ორი მსახიობის გამო. ესენი არიან იან სომერჰალდერი და ნინა დობრევი, მათ უწევთ კიდევ რამდენიმე სრულმეტრაჟიან კინოზე მუშაობა. ახლა დღიურების მეორე სეზონი გადის და პოპულარობა თანდათან იწევს. სხვათა შორის, "ვამპირის დღიურების" ოსკარზე წარდგენა უნდოდათ იან სომერჰალდერი გამო. ფილმის პროდიუსერების სიტყვების მიხედვით, ისინი გვპირდებიან დეიმონის ახალ გარდაქმნას და კლაუსის არასტანდარტულ თავსატეხებს, რომელიც სერიალში ჯერ კიდევ არ გამოჩენილა... როუზის პირქუში სიკვდილის შემდეგ ყველაფერი ისე რეალურად გამოიყურება
"ვამპირის დღიურებს" თვლიან სერიალად, სადაც არ არის მეორეხარისხოვანი როლები. ყველა მსახიობის ისეა, თითქოს მაღალბიუჯეტოვან სრულმეტრაჟიან ფილმში თამაშობს და ვიმედოვნებთ რომ ისინი ასეთივე შესრულებით გაგავახარებენ უახლოეს მომავალში.