მთავარი » 2011»იანვარი»30 » The Vampire Diaries’ Nina Dobrev and Candice Accola answer fan questions
4:07 PM
The Vampire Diaries’ Nina Dobrev and Candice Accola answer fan questions
CW-მ უმასპინძლა კოქტეილ ფართის ტელე-კრიტიკოსებისათვის. ფართიზე წარდგენილები იყვნენ CW - ს სერიალების მთავარი ქალი მსახიობები. The Vampire Diaries-ს წარმოადგენდნენ კენდის აკოლა და ნინა დობრევი (ელენა და კეროლაინი), სწორედ მათ გასცეს პასუხები ფანების მიერ დასმულ შეკითხვებს... [] პირველმა კითხვებს ახლახანს გადაქცეულმა ვამპირმა კეროლაინმა უპასუხა, ფანებს რათქმაუნდა ძალიან აინტერესებდათ სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ რომელიც ტაილერს მეტსა და კეროლაინს შორის არის.
კითხვა : მოდის თუ არა მალე ტაილერისა და კეროლაინის კოცნის სცენა ? კენდისი : დიახ, მოდის თქვენ მთავარია თვალი ადევნოთ სერიალს 27იანვარს 8საათზე კითხვა: პრობლემატურია თუ არა კეროლაინის ბრძოლის სცენების გადაღება? კენდისი: დიახ, ეს ძალიან პრობლემატურია. ტელევიზიში ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება შეიძლება მოვიდნენ და გვითხრან. უი ხვალ ბრძოლის სცენას ვიღებთ ჩვენ კი არ გვრჩება მოსამზადებელი დრო. როდესაც გვყვავს ქორეოგრაფი ეს გაცილებით ადვილია მაგრამ რას ვიზამთ, ეს ხომ ტელევიზიაა კითხვა: თქვენ ვინ გინდათ რომ კეროლაინმა აირჩიოს მეტსა და ტაილერს შორის? კენდისი: მე უბრალოდ მინდა რომ ეს მწერლებმა გადაწყვიტონ. როგორც მაყურებელი კი მოუთმენლად ველი სადამდე მიგვიყვანს ეს სასიყვარულო სამკუთხედი. ჩემი აზრით ორივეს აქვს ისეთი რამ რაც მეორეს არ აქვს. ეს საკითხი მიგვიყვანს იქამდე რომ კეროლაინი უნდა დაფიქრდეს რომელი მათგანია ისეთი რომელთანაც შეუძლია იყოს ის ვინც არის, ვისთან შეუძლია ილაპარაკოს გახსნილად, და შემდეგ ეს ყველაფერი მიიყვანს იმასთან თუ რომელთან უნდა ურთიერთობა. მეც მოუთმენლად ველი მოვლენათა განვითარებას და ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს გაგრძელება. კითხვა: კეროლაინი მეტს გულს ხომ არ გაუტეხავს? კენდისი: არ ვიცი მაგრამ იმედი მაქვს რომ არა. კითხვა: თქვენი საყვარელი მომენტი მას შემდეგ რაც გახდით ვამპირი კენდისი: ჩემი სატვარელი მომენტი იყო "გამარჯობა დედა". ვამპირის დღიურებში მე მაქვს ლამაზი ნაზი გოგონას როლი და ძალიან სახალისო იყო დამერტყა "ცხელი" მაქციასათვის და მეკბინა პოლიციელისათვის კისერში კითხვა: კეროლაინი ჩავარდება დიდ საფრთხეში? კენდისი: კეროლაინი ისედაც არის საფრთხეში. შოუში არავინ არის უსაფრთხოდ კითხვა: გინდათ რომ გადაიღონ ვამპირის დღიურების ფილმი? კენდისი: დიახ, რატომაც არა მე ვგიჟდები ამ შოუზე, მე ვგიჟდები ხალხზე რომელთან ერთადაც ვმუშაობ. კარგი იქნებოდა მათთან ერთად დროის გატარება. ნინა დობრევს კი გაორმაგებულ კითხვებზე მოუხდა პასუხის გაცემა რადგან იგი სერიალში ორ როლს ასრულებს. ადამიანი ელენას და ვამპირი კეტრინის. კითხვა: თქვენი აზრით ელენა შეასრულებს ელაიჟასთვის მიცემულ პირობას? ნინა: ის ყველაფერს გააკეთებს რომ მისი ახლობლები იყვნენ უსაფრთხოდ და თუ ამისათვის საჭიროა შეასრულოს სიტყვა ის შეასრულებს. როგორც ხედავთ ელენა ძალიან თავდაუზოგავი(selfless) ადამიანია მას შეუძლია თავიც კი გაწიროს იმისთვის რომ მისი საყვარელი ადამიანები უსაფრთხდ იყვნენ. კითხვა: თქვენი აზრით კეტრინი მოახერხებს საფლავიდან გამოქცევას თუ იქ მოკვდება? ნინა: მე არ ვიცი. თუმცა მე რომ გამოვეკეტე ვინმეს იმ საფლავში ალბათ გავგიჟდებოდი. უკვე 6 სერიის განმავლობაში მე მიწევს საფლავში გადაღება. ეს ნამდვილი საშინელებაა ისინი ჩემს თმას განზრახ აჭუჭყიანებენ მე მინდა იქიდან გამოვიქცე და მივიღო შხაპი. მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ კეტრინი შეზლებს საფლავიდან გამოქცევას რომ მე აღარასდროს მომიწიოს იქ ჩასვლა. კითხვა: ისინი მართლა განზრახ გიჭუჭყიანებენ თმას და ჭუჭყს დებენ მასში? ნინა: დიახ ისინი ამას აკეთებენ. უცნაურია მაგრამ როდესაც ვამპირებს არ შეუძლიათ დალიონ სისხლი ისინი გამოიყურებიან საშინლად და შემდეგ კვდებიან. ჩვენ კი ყველა მსახიობს გვინდა რომ ეკრანზე საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ, ბოლოს და ბოლოს მთელი ქვეყნის წინ ვდგავართ ტელევიზორში. მე პირადად ძალიან მიყვარს როდესაც ჩემს თვალებს ქვემოთ შავ რგოლებს აკეთებენ, ძაან მაგარია. კითხვა: როგორია როცა ეკრანზე ასეთ სიმპატიურ და "ცხელ" ბიჭებს კოცნით? ნინა: შოუში მხოლოდ ორს, მაგრამ კასტინგზე თითქმის ყველასთვის მომიწია კოცნა. კითხვა: მოიცადეთ, ეს არ არის კითხვაზე პასუხი ნინა: მე არასდროს ვკოცნი და მერე ვაფასებ, ბევრი მეკითხება თუმცა არავის ვპასუხობ კითხვა: როგორ ფიქრობთ დეიმონი ვისთან უნდა დარჩეს სერიალის ბოლოს? ნინა: ვისთანაც უნდა რომ იყოს კითხვა: არ გიფიქრიათ როგორი გინდათ რომ ნახოთ ელენა სკოლის შემდეგ? ნინა: ცოცხალი და გადარჩენილი კითხვა: იქნებ კოლეჯი ჯობს? ნინა: არ ვიცი სკოლაში ელენა რა ნიშნებს იღებდა, რადგან ის ხშირად აცდენდა ან დაგვიანებით მიდიოდა. ალბათ მაინც უმაღლეს ქულებს. ბოლოსდაბოლოს მისი დეიდა სკოლის მასწავლებელს ხვდება. კითხვა: გსურთ თუ არა რომ გადაიღონ ვამპირის დღიურების ფილმი? ნინა: მე ახლა მხოლოდ ის მინდა რომ 2სეზონი დამთავრდეს ( კარგი გაგებით) . ისეთი გადატვირთული ვარ.. კითხვა: დამაბნეველი არ არის კეტრინისა და ელენას ორივეს ერთდროულად თამაში? ნინა: ეს ძალიან რთულია რომ იყოთ ჩემს თავში. ამ ყველაფრისგან უკვე შიზოფრენიკი ვხდები , მაგრამ ეს გრძნობა მაგარია. აი ისეთი დაბნეული ვარ კითხვაც კი გადამავიწყდა. კითხვა: ეს ეხებოდა ორივე როლის თამაშს ნინა: ორივეს თამაში, თან იმდენი რამ ხდება მაგრამ მე მიყვარს ჩემი საქმე და არასდროს არ მბეზრდება ვამპირის დღიურების სერიებში გადაღება, რადგან ყოველთვის რაღაც საქმე მაქვს და ეს ძალიან მომწონს. კითხვა: კეტრინის თამაში უფრო მოგწონთ თუ ელენასი? ნინა: არცერთია მეორეზე უკეთესი. ისინი რადიკალურად განსხვავებულები არიან. ელენას თამაშის დროს ბევრი ემოციური სცენებია ხოლო კეტრინი მხოლოდ მაზე ფიქრობს ვის რა მოახვედროს პ****. მაპატიეთ ჩემი სიტყვებისთვის თავი ვერ გავაკონტროლე მშობლები სულ მასწავლიდნენ და აი ახლა ვიხდი. კითხვა: როგორი წარმოგიდგენიათ კლაუსი? თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს ის? ნინა: მე არ მინდა ბევრი რამ გითხრათ თორემ ინტერესს დაკარგავთ, კლაუსი გამოჩნდება სეზონის ბოლოს რამდენადაც ვიცი მსახიობი ჯერ არ აურჩევიათ მაგრამ ჩემი აზრით ამ როლს შესანიშნავად ითამაშებდა Sacha Baron Cohen.