THE CW ახალ პროექტს გვთავაზობს, რომელსაც "ორიგინალები" ჰქვია. ის უკეთ გაგვაცნობს მაიკლსონების ოჯახის ისტორიას, ამასთან, ახალი პერსონაჟებიც დაემატებიან უკვე ნაცნობ ქასთს. სიუჟეტური ხაზი ძირითადად ახალ ორლეანში განვითარდება. მოსალოდნელია, რომ "ვამპირის დღიურების" პერსონაჟებიც ეწვიონ ქალაქს. სერიალის პრემიერა 15 ოქტომბერს შედგება.
|