ვაიმე ინლაინში ვუყურებ .. ახლა შეინ ვესტის ინტერვიუა !!
ავრილიც გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე
ვაიი .. იენის ინტერვიუ .. ომგ .. ეხლა ვუყურებ .. ნაცრისფერი მაისური აცვია და ძალიან საყვარელია
ბიჭი რომელიც ინტერვიუს იღებს ცისფერ თვალებზე ელაპარაკება იენი კი იძახის რომ ეს არაფერია
ეხლა გამიჭედა :@
ეხლა ტელეფონს ამოწმებს იენი .. სხვა საიტი ვიპოვე .. სელენას ინტერვიუ ჩაირთო და უკან იენი პოზიორობს
მაიკლ ტრევინოს ვხედავ და მგონი ნინაა .. მას ელაპარაკება ოღონდ ზურგით დგას .. ღია იასამნისფერი კაბა და აწეული თმები .. ხო ნინაა დავინახე ... კაბა უკან ამოჭრილი .. ნინა პოზორობს .. ძალიან ლამაზია და ბულგარულად ეძახიან რაღაცებს .. მოკლე კაბა აცვია .. ეხლა მაიკლი. ნინას კაბა ზოლიანი ყოფილა, შავ-თეთრი .. კარგად არ ჩანს
სელენა გომეზიც საყვარელია კრემისფერ მოკლე კაბაში .. ეხლა ის პოზიორობს მარა ყველა ნინას ყვირის მაინც
ნინას აწეული თმები უხდება
დემი ლოვატოც გამოჩნდა და სელენას ჩაეხუტა .. ყვითელი კაბა აცვია
will.i.am_ის ინტერვიუ
ჯატინ ბიბერი გამოჩნდა მგონი .. ხოო ფუუ საყურეები უკეთია
ეშლი გრინია უკან და ჯასტინი იძახის რო კონცენტრირებას ვერ ვაკეთებ რო ყვირიანო .. თეთრი მაისური აცვია ეშლის
ეხლა თან ვუყურებ და თან ვწერ სიახლეებ .. თან მეშინია რამე არ გამომრჩეს .. საწყალი სიახლე მერამდენედ დავარედაქტირე
ტომ ფელტონი ლაპარაკობს .. საყვარელია
ჯასტინი ჩვეულ პოზაში ხელები ჯიბეებში :დ ლოლ .. და ბანტი უკეთია ვითომ ჩამოუვარდა ისე .. ეგ მომეწონა კაი მოფიქრებაა
ზაკ ეფრონი ვიღაცასთან ერთად მოვიდა .. ვერ ვარჩევ
ოთხის ნახევარია ვაიმეე :D
ფერჯი .. მიყვარს .. ვარსკვლავებიანი კაბა აცვია ყვითელი და შავი
კიმი და კარდაშიანების ოჯახი .. რა დაბალია კიმი .. მარა ძაან ლამაზია გადაწეული კოსა აქვს და შავ-თეთრი კაბა .. ზევით თეთრია და ქვევით შავი
ტეილორ ლოტნერი .. აუ გაიპარსოს რა წვერი ბოლომდე .. რაღაც როკერულ სტილში და ფანებზე ლაპარაკობს :))
ნიკი რიდი გამოჩნდა .. გრძელი კაბა აცვია და ძაან საყვარელია
ტეილორ სვიფტი თეთრ კაბაში .. ლამაზია
ნინას პირველი ფოტო მოვიპოვე ..YES !!!
ჯო ჯონასი გამოჩნდა .. აუფ :დ
არამგონია ჩემზე ადრე რომელიმე ქათულ საიტზე თუ დადეს ეს ყველაფერი .. :) მაგარია
ეხლა ოთხს აკლია თხუთმეტი წუთი .. ცოტაც და აქვე ჩამომეძინება
ბლეიკ ლაივლი გამოჩნდა სტაფილოსფერ კაბაში .. ულამაზესია
ეხლა გამოჩნდა გლის ვარსკვლავი .. აუ რა ქვია ?? კორი .. გამახსენდა და ინტერვუს აძლევს მერე "წითელ" (არა და ლურჯ) ხალიჩაზე გავა
თვის მთავარი ორი სთარი სადაა ??
ლურჯი ხალიჩა გათიშეს უკვე .. შოუ იწყება მალე და იქით გადაინაცვლებენ - 5 აკლია ოთხს .. დაჯილდოვება ოთხზეა
სელენას პირველი ფოტო
ყველაზე ვდებ მაინც .. მერე რა რო დღიურების საიტია .. ვიცი რო ყველას გაინტერესებთ და
იენის პირველი ფოტო .. ღმერთო რა ლამაზია .. ვაიი
ვაი ... ჩვენი ქასთის ფოტოები .. რა მაგარია ..
დაიწყო დაჯილდოვება უკვეე
ეხლა გამოაცხადეს რო თვის მსახიობები კელანი, ეშლი და ტეილორი გამოვლენ
აუ რა დროს რეკლამა იყო .. :@
ტეილორ ლოტნერი გამოვიდა გამოსაცხადებლად
Choice TV actress drama_ში ბლეიკ ლაივლიმ გაიმარჯვა (მინდოდა)
კელანი და ეშლი გამოვიდნენ
სელენა მღერის .. მარა ძლივს მღერის .. ლაივში წარმოგიდგენიათ ?? :დ
ჯასტინი და ტეილორ სვიფტი ცეკვავენ .. ჯასტინს გვაჩვენებენ აყვა სიტყვებით
დემიც აყვა .. და ცეკვავს
Choice Hissy Fit_ში Ed Helms_მა გაიმარჯვა .. ვინაა საერთოდ ??
გამოაცხადეს რო მალე ჰარი პოტერის ქასთი გამოვა <3
დღიურების ნომინაციას აცხადებენ ვაი
Choice TV Fantasy "ვამპირის დღიურები" გახდა .. ვაიმეე .. გავიმარჯვეთ .. ძაან მაგარია .. იენი, ნინა, პოლი, კეტი და მაიკლი ავიდნენ
ძირითადად იენმა ილაპარაკა და კეტი ერთვებოდა ხანდახან
ხოდა "გლიმ" გაიმარჯვა კომედიებში ძირითადად .. კორი მონტეიმ კომედიის მსახიობში
ანჯელინა ჯოლიმ, ჯონი დეპმა, ბრუნო მარსმა და კეტი პერიმ გაიმრჯვეს .. სხვადასხვა ნომინაციებში
ეხლა ემა სთოუნი გამოვიდა .. ძალიან მიყვარს, მანაც რაღაცაში გაიმარჯვა და ეხლა ტეილორ სვიფტზე ლაპარაკობს
ტეილორ სვიფტი გახდა Ultimate Choice
ტეილორ სვოფტმა ამის გარდა კიდე 5 ნომინაცია მოიგო .. სანამ აცხადებდენ ტეილორის ხელები ეშლი გრინსა და სელენას ეჭირათ
Choice Movie Actress comedy გახდა კამერონ დიაზი "ცუდი მასწავლებლისთვის"
ნახეთ სურათები ლურჯი ხალიჩიდან
ერთ-ერთი სიმღერა ნიკი რიდმა და ავრილ ლავინმა ერთად წარადგინეს
რეკლამის შემდეგ ვნახავთ ვინ გახდება Choice Vampire - ახალი ნომინაციის გამარჯვებული
დემი ლოვატომ მოიგო პრიზი ახალი სიმღერისთვის "ცათამბრჯენი"
ჯასტინ ბიბერმა მოიგო საუკეთესო შემსრულებელი, თვითერელი და კიდევ რამდენიმე ნომინაცია
და ამასობაში შემომათენდა .. მარა ძალიან მაინტერესებს ვინ მოიგებს VAMPIRE_ს ..
უი ხო არ გამოუცხადებიათ მარა მგონი დაეწერა რომ იენმა ფანტასტიკის შემსრულებელი მოიგო :))
გემშვიდობებით და დანარჩენ ინფორმაციას მხოლოდ "ვამპირის დღიურების" შესახებ ხვალ დავწერ :* იმედია მოგეწონათ ეს ყველაფერი :))
ხო მართლა ექვსს აკლია ოცდახუთი
უი ეხლა აცხადებენ VAMPIRE_ს და ბარემ დავწერ
ჯო ჯონასი და რეიჩელ ბილსონი აცხადებენ
აუჰ .. რობერტი გახდა
და რობიც პირველად გამოჩნდა კადრში
იენი მინდოდა ან ნინა მარა ვიცოი რო რობი იქნებოდა .. უი და ისე იენი იგებდა მარა :(
ხო კაი ეხლა მართლა გავედი :დ აბა თქვენ იცით :*
|