მისტიკ ფოლს უყვარს წვულებები. მიუხედავად იმისა, რომ, ისინი ძირითადად სისხლით მთავრდება. დღევანდელი მიღება, ფრაკებით, საღამოს კაბებით და ვალსის ჰანგებში შეცურებული წყვილებით, კლაუსის აგარაკზე გაიმართება. "ეს არის მცდელობა, ახალი კლასის შეტანისა ქალაქში" – ხუმრობს ჯოზეფ მორგანი, რომელიც ვნებიან , სასტიკ ვამპირ–მაქციას როლს ასრულებს. "უკვე ძალიან კარგად ვცეკვავ ვალსს, ნუ ნახევარი ტანით მაინც. " მაგრამ რა გეგმები აქვს ცუდ ბიჭს? "მას მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური მიზანი ამოძრავებს, – იჩემებს მორგანი. – და არამგონია, რომ ხახლი იმედგაცრუებული დარჩეს."
ეს მიზანი შეიძლება სრულიადაც გახდეს მიმზიდველი ვამპირი გოგოს, კეროლაინის სიმპათიების მოპოვება, რომელიც კლაუსმა თავისი სისხლით გადაარჩინა. "გამოჩნდება მხარე, რომელიც მას ჯერ არ უნახავს, და მას იმედი ექნება, რომ, პატარა შანსი მაინც ექნება, რათა გაუგოს კლაუსს. მე მომეჩვენა, რომ მე და ქენდისს, ნამდვილი ურთიერთობა გვქონდა საერთო სცენებში, – აღიარებს მორგანი. – მაგრამ შემდეგ თვითერზე წავიკითხე, რომ ქენდისს ქიმია ყველასთან აქვს და მე გავიფიქრე " ერთ წუთით, მე თავი გამორჩეული მეგონა!"
"თუ თბილ გრძნობებს უკანა პლანზე გადავიყვანთ, წინ მოვლენების სასტიკი წარმართვა გველის" , – ამბობს მორგანი, რომელიც ამტკიცებს,რომ " მას ძალიან სურს კიდევ ერთ სეზონში მონაწილეუბს მიღება, თუ არ მოკლავენ მის გმირს. წვეულებაზე ყველაფერი თავდაყირა წარიმართება , მაგრამ ამის უკან ამჯერად კლაუსი არ იქნება" . სინამდვილეში, როგორც ის ამტკიცებს, ჩვენი ცუდი ჰიბრიდი "შეეცდება გამოაჩინოს თავისი ადამიანური მხარე. მისთვის ეს რთულია.". რთულია შენად ყოფნა კლაუს!