კვირა, 2025-07-20, 8:00 PM
მოგესალმებიGuest | RSS ♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥
მთავარი » 2011 » თებერვალი » 17 » ყველაფერი ვამპირის დღიურების შესახებ
10:41 AM
ყველაფერი ვამპირის დღიურების შესახებ

სერიალი The Vampire Diaries ეყრდნობა ლიზა ჯეიმს სმიტის მიერ დაწერილ იმავე სათაურის მქონე წიგნებს.სერიალის პრეზენტაცია მოხდა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე სახელად The CW 2009 წლის 10 სექტემბერს,მისი მეორე სეზონიც იმავე დღეს 2010 წლის 10 სექტემბერს გამოვიდა ეკრანებზე.სერიალში მოვლენები ვითარდება ვირჯინიის ქალაქ Mystic falls-ში,რომელიც დაიპყრეს ზებუნებრივმა არსებებმა.სერიალის მთავარი თემა სასიყვარულო სამკუთხედია,რომელიც ვითარდება პროტაგონისტ ელენა გილბერტს (ნინა დობრევი) და ორ შავი წარსულის მქონე ვამპირ ძმას შორის.ცოტა ხნის შემდეგ ნათელი ხდება ელენას ღვარძლიანი ასლის კეტრინის საიდუმლო წარსულის შესახებ,რომელსაც ელენაზე,დეიმონსა და სტეფანზე უნდა შურისძიება.

The Cw-ს ეკრანებზე 2006 წლის შემდეგ გასულ ყველა სერიალთან შედარებით ვამპირის დღიურების საცდელმა სერიამ ყველაზე დიდი აუდიტორია მოიზიდა.

პირველმა სეზონმა დაახლოებით 3.60 მაყურებელი მოიზიდა.თავდაპირველად შოუმ საშუალო შეფასება მოიპოვა,თუმცა სერიალის მეორე სეზონის ტელეეკრანებზე გამოჩენის შემდეგ კრიტიკოსები შეთანხმდნენ,რომ ის ხარვეზები რაც პირველ სეზონში ჰქონდათ აღმოფხვრილი იყო.მე-2 სეზონის პრემიერებმა ზოგადად კარგი შეფასება დაიმსახურა.სერიალი უამრავ დაჯილდოვებაზე იქნა წარდგენილი,მათ შორის მოიგო `ხალხის” (People’s Choise) და `თინეიჯერების” (Teen Choise) არჩევანი.

სერიალის მიმოხილვა :

სერიალი მოგვითხრობს ელენა გილბერტის (ნინა დობრევი) ცხოვრების შესახებ,რომელსაც თავისზე 1 საუკუნით უფროსი ვამპირი სახელად სტეფან სალვატორი (პოლ ვესლი) უყვარდება.მათი ცხოვრება მით უფრო რთულდება,როცა სტეფანის უფროსი,ბოროტი და ღვარძლიანი ძმა დეიმონი (იან სამერჰელდერი) ბრუნდება ქალაქ Mystic falls-ში იმ გეგმით,რომ გაანადგუროს ქალაქი და ცხოვრება გაუმწაროს თავის ძმას.ძმები იწყებენ თავისი გრძნობების გამოვლენას ელენას მიმართ,იმიტომ რომ ის მათ ძველ სიყვარულს კეტრინს აგონებთ.აღმოჩნდა,რომ ელენა კეტრინის ასლია.კეტრინი კი ქალაქში ამ ტრიოს გასანადგურებლად ბრუნდება.

სერიალი დადგმულია გამოგონილ ქალაქში სახელად Mystic falls,რომელსაც ზებუნებრივი წარსული აქვს.ასევე,ეს ისტორია ქალაქის სხვა მცხოვრებლების ცხოვრებას ასახავს.აღსანიშნავია ელენას პატარა ძმა ჯერემი (სტივენ მაკქვინი),ელენას საუკეთესო მეგობარი ბონი (კატერინა გრაჰამი),ელენას ახლო მეგობარი კეროლაინი (კენდის აკოლა),ელენას ბავშვობის მეგობარი და ყოფილი ბოიფრენდი მეთი (ზაკ როერიგი).ქალაქს ქალაქის დამფუძნებელი ოჯახების შტამომავლები მართავენ.Mystic falls-ის `დამფუძნებელი საბჭო” შედგება ისეთი გვარებისგან როგორიც არის : სალვატორი,გილბერტი,ფელსი,ფორბსი და ლოკვუდი.ისინი ქალაქს ვამპირებისგან,მაქციებისგან და გრძნეულებისგან იცავენ,რომლიდანაც რამდენიმე თვითონ დამფუძნებელ საბჭოში ირიცხება.

მთავარი პუნქტი : The Vampire Diaries გმირების ჩამონათვალი.

მიუხედავად იმისა,რომ სერიალი იგივე სახელწოდების წიგნს ეყრდნობა და ისტორია იგივეა,მასში მაინც მრავალი გმირია შეცვლილი.ნინა დობრევი თამაშობს ელენა გილბერტისა და კეტრინ პირსის როლს,რომელიც აგრეთვე კატერინა პეტროვას სახელით არის ცნობილი.ელენა სწრაფად ერთვება მრავალ ზებუნებრივ მოვლენებში.პოლ ვესლი განასახიერებს ერთ-ერთი ვამპირი ძმის როლს,რომელიც ძალიან კეთილი და მოსიყვარულეა,იგი აბსოლუტურად განსხვავდება თავისი ძმის, დეიმონ სალვატორისგან,რომელსაც იან სამერჰელდერი განასახიერებს.

დანარჩენი მსახიობები არიან : სტივენ მაკქვინი,რომელიც ელენას უმცროსი ძმის ჯერემი გილბერტის როლს ასრულებს,თუმცა შოუში გამოჩნდა,რომ ის ელენას ბიოლოგიური ბიძაშვილია.სარა ქენინგი,ელენასა და ჯერემის დეიდა და ოფიციალური მეურვე,ჯენა სამერსის როლში.კატერინა გრაჰამი,ელენას საუკეთესო მეგობარი და გრძნეული.კენდის აკოლა,ელენას ახლო მეგობარი და შემთხვევითი მეტოქე,იგი მეორე სეზონში ვამპირად გადაიქცა და ის კეროლაინ ფორბსის როლს ასრულებს.ზაკ როერიგი მეთ დონავანის როლში,ის არის ელენას ბავშვობის მეგობარი და მისი ყოფილი ბოიფრენდი,რომელსაც შემდეგ კეროლაინი უყვარდება.მაიკლ ტრავინო ტაილერ ლოკვუდის როლში,ის არის მაქცია,ჯერემის მტერი,მეთის უახლოესი მეგობარი და Mystic falls-ის მერის შვილი.კაილა ეველი ვიკი დონავანის როლში,მეთის უფროსი და პრობლემური და,ის ჯერ ტაილერის შეყვარებული იყო შემდეგ კი ჯერემის.მან შოუ დატოვა პირველი სეზონის მე-7 სერიაში,როდესაც ის დეიმონმა ვამპირად გადააქცია და სტეფანმა მოკლა.ძალიან მალე მეთიუ დევისი შეუერთდა გადამღებ ჯგუფს ისტორიის მასწავლევლის ალარიკ ზალცმანის როლში,ის არის ვამპირებზე მონადირე და მოსწონს ჯენა.

წარმოება

თავდაპირველად კევინ ვილიამსონს სურდა უფრო განევითარებინა სერიები,რადგან ის ძალიან გავდა სხვა ისტორიებს ვამპირებთან დაკავშირებით.თუმცა ჯულია პლეკის თხოვნით მან წაიკითხა ეს ნოველა და ძალიან დაინტერესდა : `მე წარმოვიდგინე,რიმ ეს იყო პატარა ისტორია პატარა და დაუცველი ქალაქის შესახებ სადაც დამალული იყო ბევრი რამ.”ვილიამსონმა თქვა,რომ სერიებში ქალაქის ისტორიაზე უფრო იქნებოდა ყურადღება გამახვილებული,ვიდრე სკოლის ამბებზე.

2009 წლის 6 თებერვალს გამოცხადდა,რომ კომპანიამ The CW ნება დართო კევინ ვილიამსონსა და ჯული პლეკს, ყოფილიყვნენ აღმასრულებელი პროდიუსერები.

საცდელი ეპიზოდი ვანკუვერში გადაიღეს,მაგრამ დანარჩენი სერიები კოვინგტონში,ჯორჯიასა (რომელიც სერიალში Mystic falls,Virginia-ს სახელით არის ცნობილი) და ატლანტას სხვადასხვა ადგილებში,რათა ესარგებლათ ადგილობრივი საგადასახადო შეღავათებით.

TV Guide-მა გადმოგვცა,რომ იან სამერჰელდერი არის ყველაზე მაგაღალანაზღაურებადი მონაწილე.40,000$ სერიაში.

2009 წლის 10 სექტემბერს სერიალის პრემიერამ თჰე The CW ტელეარხს დიდი წამრმატება მოუტანა და დიდი აუდიტოია 4.90 მილიონი მაყურებელი მოიზიდა.DVR-ის ინფორმაციის დამატებით სერიალის მაყურებელთა რაოდენობა ოფიციალურად გაიზარდა და მიაღწია 5.7 მილიონ მაყურებელს.თავდაპირველად ვამპირის დღიურებმა საშუალო შეფასება მიიღო.მეტაკრიტიკმა (მეტაკრიტიკი მეტაცრიტიც არის ელექტრონული საიტი რომელიც აგროვებს მუსიკალური ალბომების, თამაშების, ფილმების, ტელე შოუების, წიგნების და DVD-ს მიმოხილვებს) მიანიჭა 50 ქულა,რაც 22 კრიტიკულ შეფასებაზე იყო დამყარებული და ეს საშუალო შეფასებას ნიშნავს.`Enterainment Weekly”-მ კი B+.შემფასებელმა კევინ ტაკერმა თავისი განცხადება შემდეგი სიტყვებით დაამთავრა : `დღიურები ჩვენ გასართობ სეზონს გვპირდება”.ლინდა სტეისმა შოუს ძალიან კარგი შეფასება მისცა და თქვა,რომ მას ძალიან მოეწონა და შეაქო ერთი ეპიზოდი “ბოროტული,ვამპირული და სისხლიანი მოქმედება”,რომელიც საწყისს იღებს სეზონის დასაწყისში და გრძელდება სეზონის ბოლომდე ისეთი სიმხეცითა და სისწრაფით,რომ ეს მართლაც ცოტა საშიშია.ტიმ გუდმანმა სერიალს ძალიან ცუდი შეფასება მისცა და მას საშინელიც კი უწოდა.

სწორედ მწვავე კრიტიკის გამო თითოეული სერია გამოსწორდა.სარა ჰუგელსმა თქვა,რომ მიუხედავად სერიალის ცუდი დასაწყისისა ის გადაიქცა ძალიან კარგად დამუშავებულ და საინტერესო სერიალად.New York Post-მა ასევე შეაქო ელენას გმირი,მათი განცხადებით ის არის ძალიან ძლიერი და საღადმოაზროვნე ქალი,რომელიც არ მისცემს თავის გრძნობებს უფელაბს,რომ აკონტროლონ ის.კარლა პეტერსონმა განაცხადა : `ზებუნებრივი დრამა არის ყველაზე კარგი პროდუქცია,რომელშიც ძალიან კარგი გადამღები ჯგუფი იღებს მონაწილეობას,მკვეთრი სცენარი და საშიში მუსიკა ყველაზე თავქარიანი მოზარდებისთვისაც კი მძიმეა”.მაიკ ჰეილმა New York Times-იდან სერიალს მიანიჭა საპატიო ადგილი თავის საყვარელ ტელე გადაცემების სიაში.

მეორე სეზონის შეფასება უფრო პოზიტიური იყო ვიდრე პირველის.მეტაკრიტიკმა სერიალს 78/100 ქულა მიანიჭა,რაც ძალიან კარგი შედეგია.

რეიტინგი

ვამპირის დღიურების მაყურებელთა საშუალო გამოთვლებით,იწარმოება The cw-ის სეზონური ცხრილი.”წოდება” იმის მიხედვით არის მიმართული თუ როგორ არის ვამპირის დღიურები იმ სერიალებთან შედარებული,რომლებიც გადის ტელეეთერში.

შეფასება

შულ 7 Teen Choise Award მოიგო ვამპირის დღიურებმა.ფანტასტიკა/ტელე მსახიობი – პოლ ველსი.ფანტასტიკა/ტელე მსახიობი(გოგო) – ნინა დობრევი.ტელე `საძაგელი” – იან სამერჰელდერი.ტელე შესრულება ქალი მსახიობი – ნინა დობრევი,კაცი მსახიობი – პოლ ვესლი.ყველაზე სექსუალური – იან სამერჰელდერი,სცენის მპარავი – კატერინა გრაჰამი.

სერიალმა მოიპოვა ჯილდო `ახალი და ფავორიტი სატელევიზიო დრამა” People’s Choise award-ზე. . Saturn Award-ზე იგი ნომინირებული იყო,როგორც საუკეთესო ქსელში გავცერელებული სერიალი.2010 წლის 9 ნოემბერს სერიალმა მიიღო სხვადასხვა ნომინაციებში მონაწილეობა,ესენია : საუკეთესო ფანტასტიკა,ფავორიტი სატელევიზიო დრამა,2011 წელს იან სამერჰელდერი ნომინირებული იყო,როგორც დრამის საუკეთესო შემსრულებელი People’ Choise Award-ზე თუმცა სამწუხაროდ ვერცერთ ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა.

პირველი სეზონი გამოუშვეს DVD ფორმატში რეგიონებში 1, 2 და 4 და ბლუ-რაყ ფორმატში რეგიონ A-A-სა და B-Bში. ორივე ამერიკული ვერსია მოიცავს ლ.ჯ. სმიტის „ვამპირის დღიურები: გამოღვიძების“ მსახიობებისა და ტექნიკოსების კომენტარებს შერჩეულ სერიებზე, გამოუქვეყნებელ სცენებს, კულისების სიუჟეტებს, ინტერნეტ ვიდეოებსა და გადმოწერად აუდიო წიგნებს. ის გამოუშვეს DVD ფორმატში რეგიონ 2-ში 2010 წლის 23 აგვისტოს. ამის შემდეგ, რეგიონ 1-მა დაიწყო DVD-ების გაყიდვა 31 აგვისტოს, შემდეგ კი, რეგიონ 3-მა - პირველ სექტემბერს. რეგიონ A-Aში ის გამოუშვეს ბლუ-რაყ ფორმატში 31 აგვისტოს. რეგიონ B-Bში გამოშვების თარიღები კი სხვადასხვა იყო; დიდ ბრიტანეთში - 2010 წლის 23 აგვისტო, ბრაზილიაში - 26 აგვისტო და ავსტრალიაში - 1-ლი სექტემბერი.

ნანახია: 1183 | დაამატა: MOTHERFUCKER | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Anna♥Vampire  
0
omg magari siaxlea <3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
| მთავარი |
| რეგისტრაცია |
| შესვლა |
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
Statistics

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
გამოკითხვა
მაქციები თუ ვამპირები ??
სულ პასუხი: 75
ძებნა საიტზე
Copyright MyCorp © 2025