რამდენიმე დღის წინ ჩვენს საიტზე დაიდო სიახლე, საიდანაც შეგეძოთ ხმა მიგეცათ საუკეთესო სასიყვარულო სამკუთხედისთვის .. გამოკითხვა ცნობილმა ტელეარხმა MTV_მ ჩაატარა. რა თქმა უნდა მე ხმა ჩვენ "ვამპირის დღიურების" წყვილებს მივეცი, მაგრამ როგორც ჩანს ფანების მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. ჩვენ მეორე ადგილი დავიკავეთ 23%_ით და მხოლოდ "ბინდის" ტრიომ გაგვისწრო, რომლის ფანებმაც უფრო მეტად იაქტიურეს და 40% დააგროვეს...
მაინც გილოცავთ და გისურვებთ მომდევნო წლებში პირველი ადგილის დაკავებას