აი როგორ აღწერენ მას: ველური, გაფუჭებული და ლამაზი. ახალი ვამპირი რებეკა, ან უბრალოდ ბეკი, რომელიც სტეფანის ბნელი წარსულიდანაა გამოჩნდება მესამე სეზონის მესამე სერიაში. როგორც ჩანს ის საკმაოდ "დაავადებულია" ახალგაზრდა სალვატორით და უხარია, რომ "ბიჭი" კვლავ ბოროტია.
ცნობილია რამდენიმე დეტალი იმ სცენისა, რომელშიც ბეკი პირველად გამოჩნდება. ეს არის 1920 წლის ჩიკაგო. რებეკა ბართან ზის და უსმენს ჯაზს ცოცხალი შესრულებით, როდესაც მასთან მიდის რამდენიმე კაცი და მათ გოგონას "შეაურაწყოფა" უნდათ. მაგრამ მათ არ იციან, რომ რებეკა არ არის უბრალოდ "ცხელი" ახალგაზრდა ლედი, რომელიც ბართან სასმელს მიირთმევს, ის ასევე სისხლისმსმელი მონსტრია. როცა ერთ-ერთი კაცი იწყებს ბეკის ხელში ჩაგდებას, ვამპირი მას უკბენს და მგონი მუხლებშიც გადაამტვრევს
რებეკას შემდეგი სცენა არის მისტიკ ფოლსის საშუალო სკოლა, მისი პირველი მისია კი - სტუდენტების სიაში ჩაწერა. ამის მერე ბეკი ხვდება კეროლაინს და თავიდანვე არაფერს მალავს. უბრალოდ მას უნდა ყველაფერი რაც ბარბის აქვს. როგორ მოგწონთ ეს პერსონაჟი ?? და თქვენი აზრით ვინ იქნებოდა ამ როლისთვის საუკეთესო ?? დაწერეთ კომენარებში :))