- მართალია თუ არა,რომ თქვენ სერიალის ფანი იყავით მანამ სანამ როლს მოგცემდნენ ?? -იცით მანამ სანამ სერიალში როლს მომცემდნენ "ვამპირის დღიურებზე" მხოლოდ ის ვიცოდი რომ, ამ სერიალს ჰქონდა ძალიან საინტერესო, სექსუალური, ბევრის მთქმელი და აღმაშფოთებელი პოსტერები. თუმცა იმის შემდეგ რაც როლი მომცეს სერიალის ყურება დავიწყე და შემიყვარდა კიდეც... სერიალში განსაკუთრებით ის მომწონს რომ ვამპირულ თავგადასავლებთან ერთად, ძალიან ბევრ თინეიჯერული პრობლემები გვხვდება... აღფრთოვანებული ვარ. პოლი,ნინა და იანი მართლაც შესანიშნავი ნიჭით დაჯილდოვებული მსახიობები არიან, ძალიან სახალისო იყო იმ სცენებისთვის თვალყურის დევნა სადაც მე არ ვმონაწილეობდი. - რითი განსხვავდება ამ სერიალში თამაში სხვა სერიალებისგან?? -ეს იყო ძალიან უცნაური და სახალისო, რადგან მე მიწევდა არაგლამურული როლის შესრულება. რაც პირველად მოხდა, მე მომაჭრეს თმები და ძალიან დავითრგუნე... თუმცა მალევე შევეგუე, როდესაც გავიგე რომ როუზი იყო თითქმის ყველაზე "დიდი" შოუში, შემეშინდა გავართმევდი თუ არა ამ როლს თავს... როუზში ძალიან მომწონდა მისი თავდაჯერებულობა... მე ის მიყვარდა იმით რომ მან იცოდა თუ რა იყო ჭეშმარიტი მეგობრობა... ჩვენმა ბოლო ეპიზოდმა გული ამიჩუყა,ცრემლებს ძლივს ვიკავებდი,იანიც ჩემს დღეში იყო... სცენა ბუნებაში... ესეთი მომენტი მთელ ჩემს სამსახიობო მოღვაწეობაში არ ყოფილა... "ვამპირის დღიურები" მართლაც საუკეთესო სერიალია.
|