-არის ისეთი პეროსნაჟი რომელმაც თქვენ გაგაოცათ და მისთვის უფრო მეტის წერა დაიწყეთ ? -ყველა მათგანმა სხვადასხვანაირად გამაოცა, მაგრამ მე ვიცოდი რომ ეს წელი კეროლაინის და ტაილერის იქნებოდა-ჩვენ ვცილობდით გვქონოდა სპეციალური "მაქციების ხაზი". ეს ჯერ კიდევ წინა წელს დავიწყეთ. ჩვენ ვთქვით, რომ ეს უნდა გვექნა, ამიტომ ამაზე აქცენტი უნდა გაგვეკეთებინა. თავიდანვე ვიცოდი, რომ კეროლაინი ჩემთვის თამაშის მარეგულირებელი იქნებოდა. მე მინდოდა რომ მაყურებელს მხარი დაეჭირა და ყვარებოდა იგი. მე მინდოდა, რომ ის ყოფილიყო "პატარა ვამპირი". კერი ჩემს გაოცებას და განცვიფრებას აგრძელებს. -რა ელოდება კეროლაინის და ტაილერის ურთიერთობას მომავალში? ვამპირების და მაქციების დაძაბული ურთიერთობები მათზე[] განსაკუთრებულად იმოქმედებს? -კი, 100%_ით. შემდეგ სერიებში ისეთი რაღაცები იჩენს თავს, რომლებიც ტაილერის და კეროლაინის დაპირებად ურთიერთობებს არაფერ კარგს არ უქადის. ტაილერი იწყებს კითხვების დასმას. არ დაგავიწყდეთ მეთიც, რომელიც კეროლაინისგან რაღაცას ელოდება. ასე იქმნება პატარა სასიყვარულო სამკუთხედი ადამიანს, მაქციასა და ვამპირს შორის. ტაილერმა გოგონა მაშინ მიიღო, როცა პირველად გარდაიქმნებოდა, კეროლაინი მასთან იყო. ახლა მათ რაღაც საერთო აქვთ, წყევლის დამსახურებით. ჩვენ ამ ყველაფერს მოვეკიდეთ შემდეგ ეტაპზე , თან კი ურთიერთობას ვამთავრებთ. ეს ძალიან ტრაგიკულია. -ეს ურთიერთობა თავიდანვე განწირული იყო ? -ო ღმერთო ჩემო. მე მინდა რომ ყველაფერი გითხართ, რაც მოხდება, მაგრამ მომდევნო სამი ეპიზოდის განმავლობაში ეს უკვე ზედმეტად ტრაგიკული ხდება. -ეს გაგრძელდება მესამე სეზონში? -ჩვენ ამ თავს ვამთავრებთ მომდევნო სამ სერიაში. მოქმედებაში მოდის საკმაოდ ბევრი რაღაც. შემდეგ ჩვენ ვიწყებთ მომდევნო თავს, რომელსაც უკვე ფინალთან მივყავართ. -თქვენ აპირებთ განთავისუფლდეთ რომელიმე მთავარი გმირისგან და ისევ შოუ აჩვენოთ ხალხს? შეიძლება არა სტეფანისგან ან დეიმონიგან, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მოკლათ ელენა ან კეტრინი... -არ ვიცი, აპირებს კი ვინმე ოდესმე იმის დაჯერებას, რომ ელენას მოვკლავთ. ის სერიალის სული და გულია. არ ვფიქრობ, რომ კეტრინის მოკვლით შოუს გავაფუჭებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მასში ძალიან ბევრი "ქიშმიშია". ჩემი მხრიდან სულელური საქციელი იქნება კეტის მოკვლა. ჩვენ იმდენი რაღაც შეგვიძლია ამ გმირების საშუალებით გავაკეთოთ. ელენას ჯერ კიდევ აქვს არჩევანი უფლება. ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება, რომ ამ პერსონაჟებმა მაყურებლები გააოცონ. -მოგწონთ თქვენ ის, რაც კეროლაინმა შოუს გაუკეთა ? -დიახ, მე მომწონს ის, რაც კენდისმა შოუს გაუკეთა. მაგრამ ეს უკვე ტრაგიკული ხდება. სეზონის ბოლოს ყველაფერი "გლუვი" არ იქნება. -თქვენ მოგიწიათ კეროლაინის დედის მოწყვეტა გადასაღები მოედნიდან, მისი ფეხის ტრამვის გამო. შეგიქმნათ ამან რაიმე პრობლემები? -არა, ჩვენ გვესმოდა ეს. ჩვენ მას მხოლოდ ორი ეპიზოდი დავუწერეთ. ყველაფერი კარგად გადავლახეთ. ეს საკმაოდ ადვილი იყო. -იქნება ელენა მარტო სეზონის ბოლომდე? რა მოუვათ მის რომანტიულ ურთიერთობებს? -მართლა მარტოა ის ახლა? იმისდა მიუხედავად მარტოა თუ არა ის, ელენა მაინც სტეფანთანაა. ისინი არიან წყვილი, რომლებსაც ძალიან ხშირად აქვთ კონფლიქტები. ისინი ნამდვილად იწყებენ ყველაფრის სხვადასხვა გზით ხედვას. მაგრამ არა, მე არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ დავტოვო ის მარტო. არც ახლა ვიტყოდი, რომ ის მარტოა. შეიძლება ის ჩხუბობს და არ ეთანხმება სტეფანს, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან. -ვისთან იქნება დეიმონი შიშველი სააბაზანოში? -არ ვაპირებ გითხრათ, ვინ უერთდება მას. ეს სცენა ჯერ ეფირშიც არ არის. ვფიქრობ ეს მეცამეტე სერიაა. საქმე იმაშია, რომ ჩვენ გავაკეთეთ მისი საძინებელი და ახლა გვიწევს იმ საძინებელში სააბაზანოს გაკეთება. ახლა ჩვენ გვაქვს ტროპიკული დუში და გასაოცარი სააბაზანო ოთახი. და ახლა ჩვენ ყველანაირ მიზეზს განვიხილავთ, რომ როგორმე ის დუშში შევიყვანოთ და თავის ცხოვრებაზე დავაფიქროთ. -ვამპირების შესახებ ცოდნებზე დაყრდნობით არ იცოდით რომ ისინი ბანაობდნენ? -ჩვენ მხოლოდ ვფიქრობდით, რომ მას შეეძლო ქონოდა საკუთარი კრიზისი დუშში, ის შეძლებდა გაეაზრებინა მთელი თავისი სიცოცხლე და ასევე ქონოდა წყალი, რომელიც მის ტანზე იღვრება. -არის რომელიმე სიუჟეტი, რომელმაც ეკრანზე გაგაოცათ? -კეტრინი. მე არასდროს მიფიქრია, რომ კეტრინი ამდენს გააკეთებდა. ვფიქრობდი, რომ ერთი მსახიობისთვის იქნებოდა ძალიან ძნელი ორი განსხვავებული როლის შესრულება. ყველაფრის დაგეგმაც ძალიან დიდ დროს და ფულს მოითხოვს. მაგრამ ის იყო ისეთი გასაოცარი, კეტრინი გახდა საუკეთესო პერსონაჟი ისტორიის მოთხრობისთვის, ასე რომ მე ის თავიდან ვერ ავიცილე. მისმა შესრულებამ მე მათქმევინა:"ჩვენ ეს შევძელით". დიდი ბოდიშით, თუ თარგმანში რაიმე ცუდად და გაურკვევლად იქნება :)
|