ხუთშაბათი, 2025-07-24, 7:02 AM
მოგესალმებიGuest | RSS ♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥
მთავარი » 2011 » თებერვალი » 5 » ძალიან საინტერესო ინტერვიუ კატერინა გრენჰემთან
9:39 PM
ძალიან საინტერესო ინტერვიუ კატერინა გრენჰემთან
[]
როგორც ყველასთვის ცნობილია, სერიალი "ვამპირის დღიურები" გადაღებულია ლიზა ჯეინ სმიტის რომანის მიხედვით, მაგრამ საეკრანო ვერისა დიდად განსხვავდება წიგნისგან. წიგნის მოხედვით დეიმონსა და ბონის შორის ჩნდება რომანტიკული კავშირი და ალბათ ჩვენთვის ყველასთვის საინტერესოა გავიგოთ, იქნება კი ეს ეკრანებზეც გადმოტანილი ?

ამჟამად ბონი და დეიმონი ძლივს იტანენ ერთმანეთს.

"მათ შეუძლიათ იყვნენ უფრო მეტი ერთმანეთისთვის, ვიდრე მეგობრები! ეს ისე, უბრალოდ ვთქვი " - იცინის კატერინა ინტერვიუში. "ბონის ნამდვილად არ აქვს მისი ატანა, მაგრამ ყველაფერმა ამან შეიძლება მიგვიყვანოს მოვლენების მოულოდნელ ცვლილბასთან, მაგალითად:"ო, შენ არ იცი როგორ მეზიზღები, მაკოცე!"

ნდობის ნაპერწკალი ამ ორ პერსონაჟს შორის ძალიან ადვილად შეიძლება გაქრეს. "თუ დეიმონი რაღაც სისულელეს ჩაიდენს, ბონი თავის პოზიციაზე დარჩება, ის ქალაქს დაიცავს" - ამბობს კატერინა. როგორც საკმაოდ ავტორიტეტული წყაროებიდან გახდა ცნობილი, დეიმონი არ ითამაშებს მისტერ კარგ ვამპირს, ასე რომ არ გაგიკვირდეთ, თუ კიდევ ერთ დაპირისპირებას ვნახავთ შემდეგ სერიებში.

"მე მომწონს სცენებზე იანთან ერთად მუშაობა" - ამბობს გრენჰემი. "ის გასაოცარი მსახიობია, მასთან ერთად მუშაობა ისეთი სასიამოვნოა და ცხოვრებაში ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. იანი ძალიან მხიარულია და ჩვენს შორის კარგი კავშირებია."

ბოლო დროს, დეიმონი და ბონი ძალიან დაკავებულები იყვნენ თავიანთი საქმეებით, რომ ეფიქრათ ერთად ყოფნაზე. წარმოიდგინეთ ურთიერთობა ვამპირსა და "კუდიანს" შორის, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ. დეიმონი დროს როუზთან ერთად ატარებდა და შემდეგ სერიებში კი გაჩნდება ახალი, საკმაოდ მიმზიდველი სასიყვარულო გატაცებები.

ზუსტად ამ დროს, ბონი თამაშობს თავის გრძნობებზე ჯერემისა და ლუკას მიმართ. "ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე მომწონს სიტუაცია, რომელშიც ბონი აღმოჩნდა. მე მომწონს, რომ ის არის უწყინარ ჯერემისთან ერთად და ის, რომ მათ აქვთ ასეთი გულწრფელი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. მე მომწონს ეს კავშირი და ვფიქრობ, რომ ბევრი მოზარდი ამ ყველაფერს მშვენივრად გაიგებს. თავიდან ჩნდება მეგობრობა, შემდეგ ნდობა და შემდეგ კი კიდევ რაღაც."

კატერინამ გაიხუმრა იმაზე, რომ ბონი არ იქნება ყოველთვის უცოდველი. "მე მაქვს შეგრძნება, რომ ყველა პერსონაჟი სექსუალურია" - ამბობს მსახიობი. "უფრო სწორედ ეი, ჩვენ ხომ CW არხზე ვართ."

იმის შესახებ, თუ ვის აირჩევდა ის ბონისთვის.

"ყველას! მე მინდა, რომ ბონიმ შეიცნოს სხვადასხვანაირი პერსონაჟები. მე მომწონს მთელს ქასთთან ერთად მუშაობა სხვადახვა დონეზე" - იცინის. "ვხუმრობ! ბონი უცოდველია, ვხუმროობ !"

ნანახია: 869 | დაამატა: Queen♥S | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
| მთავარი |
| რეგისტრაცია |
| შესვლა |
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
Statistics

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
გამოკითხვა
რომელი ბიჭი მოგწონთ დღიურებიდან ?
სულ პასუხი: 115
ძებნა საიტზე
Copyright MyCorp © 2025