"ვამპირის დღიურბის" მეორე სეზონის მერვე სერიალში პირველად ვხვდებით ელაიჯას, როგორც ყველაზე უძლეველ, ორიგინალ ვამპირს. ამ მომენტშივე ჩვენ გვექმნება წარმოდგენა, რომ ჩვენ შეგვიძლია მას მივენდოთ. ეს როუზმა იცოდა და ელენას სანაცვლოდ ითხოვა შეწყალება როუზი: ელაიჯა, თქვენ სანდო და პატივსაცემი ადამიანი ხართ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მოგისმინოთ. ელაიჯა: შენ გაქვს ჩემი სიტყვა, რომ გაპატიებ. საუბედუროდ, როცა ამ ორიგინალმა თავი წააცალა როუზის მეგობარს და ოჯახის წევრს ტრევორს, ჩვენ (და როზამარიაც) მივხვიდთ, რომ ის არის ზუსტი და ზედმწევნითი კაცი. მან უთხრა როუზს გაპატიებო და არა გაპატიებთო და თავისი სიტყვაც აასრულა. ზუსტად იგივე მოხდა მეორე სეზონის უკანასკნელ სერიაშიც. გავიხსენოთ ძმების საუბარი. ელაიჯა: ჩემმა ძმამ მომცა სიტყვა, რომ დამაბრუნებდა ოჯახთან კლაუსი: და ასეც ვიზამ ჰიბრიდმა შეასრულა თავისი სიტყვა და ელაიჯა ოჯახთან დააბრუნა ... მისი მოკვლით. აქედან გამოდის, რომ კლაუსიც ზუსტი და ზედმიწევნითია.
მთელი მეორე სეზონის განმავლობაში ელაიჯა მოხსენიებული იყო როგორც "საპატიო" კაცი. თქვნი აზრით იმსახურებდა თუ არა ის ასეთ სიკვდილს ?? ბოლოსდაბოლოს კლაუსმაც ხომ სიტყვა აასრულა !!!