- უნდა ელოდონ თუ არა დელენას ფანები რაიმეს სეზონის ბოლო სერიებში ?
ამ კითხვაზე თვითონ იენ სომერჰალდერი გიპასუხებთ. "მე ვფიქრობ, რომ ელენა საშინელ გაურკვევლობაშია, მაგრამ ის ამ ყველაფერში პატიოსანია. ის აღიარებს, რომ გრძნობები აქვს ისევე როგორც სტეფანის, დეიმონის მიმართაც, – მოგვიყვა იენი. – მისი მცდელობები, რომ გაიგოს რას გრძნობს თითოეული მათგანის მიმართ და რას კარნახობს გული, ძალიან შეცვლის სიუჟეტს. სეზონის ფინალი გვანახებს, რამდენად მნიშვნელოვანია ის დეიმონისთვის". ასე რომ ელოდეთ რაიმე გასაოცარ–დელენურს 3x22 სერიაში.
სერია, რომელიც 20 აპრილს გამოვა (3x19) განსაკუთრებულ სიამოვნებას დელენას ფანებს მიანიჭებს.
ბოლო დროს ელენას აღელვებული გული სტეფანის მხარეს ისწრაფვოდა, მაგრამ დელენისტებს ვურჩევთ არ იღელვონ !! საიმედო წყაროები გვაცნობებენ, რომ დეიმონსა და ელენას ექნებათ ვნებიანი და მძლავრი სცენა "ბოროტების გულში". ამჯერად ეს ყველაფერი სიზმარი არ იქნება !
ასევე გვაცნობეს, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას ძმებ სალვატორებს შორის. მოსალოდნელი იყო, თუ გავითვალისწინებთ ჯული პლეკის სიტყვებს, რომ სასიყვარულო სამკუთხედი სეზონის ბოლოს გაიხსნება.