– ვიცით, რომ არიელ კებელს ახლა იღებენ სერიალში "90210", მაგრამ იქნებ ის დაბრუნდეს "ვამპირის დღიურებში" ? ჩვენ ლექსი გვენატრება.
კებელს თვითონაც ძალიან უნდა ეს. "მე ძალიან მინდა რომ ლექსი კვლავ გამოჩნდეს ეკრანებზე" – უთხრა გოგონამ TVLine_ს. "მე სიზმრებში ვხედავ რომ ის ბრუნდება და წინ აღუდგება კლაუსს, მაგრამ არ ვიცი მოხდება კი ეს სინამდვილეში. ისე კი მთლიანად მზად ვარ ამისთვის"
- აღელვებულნი ვართ სიახლით, რომ კესიდი ფრიმენი "სმოლვილიდან" გამოჩნდება სერიალში. იქნებ რამე გვითხრათ მისი როლის შესახებ ?
"როგორც ჩანს ის იქნება ცუდი გოგო" – გვითხრა ფრიმენმა. ჩვენ გავიცნობთ მის პერსონაჟს, სეიჯს, სერიაში "1912". ის მოხვდება ცუდ სიტუაციაში და ეს ეხება ზუსტად იმ შიშველ დეიმონს, რომელზეც უკვე ამდენი ჭორები დადის ..