სადუმლოებები და სიცრუე - სტეფანსა და ელენას უნდათ მარტო დარჩნენ და რომანტიკული საღამო მოიწყონ გილბერტების სახლში ტბის პირას, მაგრამ მათ გონიათ, რომ ვიღაც უთვალთვალებთ. ჯენა ნერვიულობას იწყებს, რადგან ალარიკი მასთან პატიოსანი არ არის[]. ჯულსი უხსნის "მზისა და მთვარის" წყევლის სერიოზულობას ტაილერს, მაგრამ ჩუმდება ერთ სერიოზულ ფაქტზე. დეიმონი მიდის ისტორიული შეჯგუფების შეხვედრაზე, მას უნდა ელაიჯასთან საერთო ენა გამონახოს, მაგრამ ელაიჯა არ აპირებს დეიმონს თავისი საიდუმლოებები გაუმხილოს. კეროლაინისა და ჯერემის დახმარებით ბონი ეშმაკობით ათქმევინებს ლუკას ახალ შოკისმომგვრელ ინფორმაციას. და საბოლოოდ, ტაილერი აძლევს მეთს რჩევებს, რომლებიც უშუალოდ ურთიერთობებს ეხება. ჩვენ მხოლოდ ლოდინი დაგვრჩა და სულ მალე ვიხილავთ ამ საოცარ სერიებს
|