საერთოდ ამ საიტზე "არაბუნებრივი" ან "არანორმალური" არაფერზე შეგვიძლია ვთქვათ.. რადგან აქ განვიხილავთ ვამპირებს, მაქციებს, ჰიბრიდებს და ა.შ. თითქმის ყველა ადამიანის წარმოსახვით შექმნილ ზებუნებრივ სასწაულებს.. როგორც ზემოთქმულები ისევე ქალთევზებიც მათ სიაში შედიან.. ისინიც ადამიანის წარმოსახვით შექმნილი არსებები არიან, რომლებიც როგორც მე ვიცი არც არსებობენ.. მხოლოდ ჩვენს ზღაპრებსა და მითებში.. მათზე მართლა უამრავი ლეგენდა არის და ყველგან სხვადასხვანაირად არიან აღწერილი.. თქვენი აზრით როგორები არიან? თქვენ რომელ მითს ემხრობით? საერთოდ ეს ულამაზესი არსებები კეთილები იყვნენ თუ ბოროტები? დაწერეთ თქვენი აზრი ამ ალოგიკურ თემაზე