Queen♥S | თარიღი: სამშაბათი, 2011-03-22, 3:14 PM | შეტყობინება # 1 |
 Always and Forever ♥
ჯგუფი: Mrs. Cobain♥Somerhalder
შეტყობინებები: 3052
სტატუსი: Offline
| პინკ ფლოიდი — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელმაც მსოფლიო წარმატებას მიაღწია ფსიქოდელიურ და პროგრესულ მუსიკაში. მათი ნამუშევრები გამორჩეულია ფილოსოფიური ლირიკით; ბგერითი ექსპერიმენტებით; ალბომების ინოვაციური ყდებით და საკონცერტო გამოსვლების თანმხლები ფერადი შოუებით, სადაც თვითონ შემსრულებლები ძირითადად, მეორეხარისხოვანნი იყვნენ. პინკ ფლოიდი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ-ჯგუფია. მათ მთელ მსოფლიოში, გაყიდული აქვთ 200 მილიონზე მეტი ალბომი, აქედან 74.5 მილიონი მხოლოდ აშშ-ში იქნა გაყიდული. თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი და სიდ ბარეტი. 1965 წელს დაარსების შემდეგ იგი პოპულარული გახდა ლონდონის ანდერგრაუნდში გვიან 1960-იანებში გამოსვლებით. ბარეტის ლიდერობით, მათ გამოუშვეს პირველი ორი სინგლი – „Arnold Layne“, „See Emily Play“ და წარმატებული სადებიუტო ალბომი The Piper at the Gates of Dawn (1967). გიტარისტი და ვოკალისტი დევიდ გილმორი პინკ ფლოიდს სიდ ბარეტის წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე შეუერთდა. ბარეტის წასვლის მიზეზი მისი გაუარესებული ფსიქიკური მდგომარეობა იყო. სიმღერების მთავარი ავტორისწასვლის შემდეგ, ძირითადი და კონცეფციების ავტორი როჯერ უოტერსი გახდა, ხოლო გიტარისტი და მეორე ვოკალისტი - დევიდ გილმორი. ამ შემადგენლობით პინკ ფლოიდმა მსოფლიო წარმატებას მიაღწია, ძირითადად ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და როკ-ოპერის მსგავსი The Wall-ით. რაიტმა ჯგუფი 1979, ხოლო უოტერსმა - 1985 წლებში დატოვეს, მაგრამ გილმორმა და მეისონმა (მოგვიანებით რაიტის დაბრუნების შემდეგ) გააგრძელეს ალბომების ჩაწერა და საკონცერტო ტურები. ისინი პინკ ფლოიდის სახელით გამოდიოდნენ, რის გამოც უოტერსმა სასამართლოშიც უჩივლა, მაგრამ განაჩენი მის საწინააღმდეგოდ იქნა გამოტანილი – დამტკიცდა, რომ მათ ჰქონდათ ჯგუფის სახელის გამოყენების უფლება. ამის შემდეგ, პინკ ფლოიდმა კიდევ ორი ალბომი გამოუშვა – A Momentary Lapse of Reason და The Division Bell. 24 წლის შემდეგ, 2005 წელს ჯგუფის ოთხკაციანი შემადგენლობა აღდგა მხოლოდ ერთი კონცერტისთვის, Live 8.
|
|
| |
Anna♥Vampire | თარიღი: სამშაბათი, 2011-03-22, 6:27 PM | შეტყობინება # 2 |
 Normal People Scare Me O_o
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1779
სტატუსი: Offline
| mikvars <3 another brink in the wall
|
|
| |
Katherina-Cobain | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-23, 12:16 PM | შეტყობინება # 3 |
 Main Bitch is here ^^ who the Fuck are you ?!
ჯგუფი: Mrs. Cobain♥Somerhalder
შეტყობინებები: 3201
სტატუსი: Offline
| ukvdavi jgupi
|
|
| |
TaT♥KeT | თარიღი: სამშაბათი, 2011-04-12, 10:51 PM | შეტყობინება # 4 |
 Damon ^__^
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 2515
სტატუსი: Offline
|
[img]http://media.tumblr.com/tumblr_m1q8wq1mS91r9lz2t.gif[img]
|
|
| |