ორშაბათი, 2025-07-21, 7:44 PM
მოგესალმებიGuest | RSS ♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Pink
Queen♥Sთარიღი: სამშაბათი, 2011-03-22, 3:10 PM | შეტყობინება # 1
Always and Forever ♥
ჯგუფი: Mrs. Cobain♥Somerhalder
შეტყობინებები: 3052
რეპუტაცია: 61
სტატუსი: Offline
ალესია ბეთ მური (Alecia Beth Moore; დ. 8 სექტემბერი, 1979. დოილსტაუნი, პენსილვანია, აშშ), ცნობილი თავისი პროფესიული ფსევდონიმით ფინქი (Pink, ხშირად აღინიშნება როგორც P!nk) — ორი გრემის ჯილდოს მფლობელი ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, რომელიც ცნობილი 2000-იან წლებში გახდა.
პირადი ცხოვრება
ფინქი დაიბადა 1979 წელს დოულსტაუნში, შტატი პენსილვანია, აშშ, ვიეტნამის ომის ვეტერანისა და ექთნის ოჯახში. მამამისი რელიგიით კათოლიკეა. დედამისი ებრაელია, ბებიამისი კი წარმოშობით ლიტვიდან იყო. პინკს პატარაობიდანვე განუვითარდა ასთმა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი მუსიკალური კარიერისთვის. იგი ახალგაზრდობაში რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფში მღეროდა, თუმცა 18 წლის ასაკში სოლო კონტრაქტი დაამყარა ხმისჩამწერ სტუდია LaFace Records-თან.
'ალბომები'
ფინქის პირველი სტუდიური ალბომი გახლდათ R'n'B-ის სტილის მუსიკის ზეგავლენის ქვეშ ჩაწერილი Can't take me home. ალბომი მოულოდნელი ჰიტი გახდა მთელს მსოფლიოში და რამდენიმე პოპულარული სინგლის წყარო გახდა, ისეთების როგორიცაა ”You make me sick" და "Most girls". ალბომი აშშ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ეგზემპლიარის ოდენობით გაიყიდა, მსოფლიოში კი 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი. ფინქის მეორე ალბომი "Missundaztood" გახდა მომღერლის პოპ-ვარსკვლავად გადაქცევის უმთავრესი მიზეზი. ალბომიდან სინგლის სახით გამოვიდა 4 უაღრესად პოპულარული ჰიტი, ესენია: "Get the party started", "Don't let me get me", "Just like a pill" და ალბათ საქართველოში ყველაზე კარგად ცნობილი ჰიტი "Family Portrait". პირველი ალბომისგან განსხვავებით "Missundaztood" იყო პოპ-როკზე ორიენტირებული ალბომი. ალბომი უდიდესი წარმატებით სარგებლობდა მთელს მსოფლიოში. იგი გაიყიდა 16 მილიონი ეგზემპლარის ოდენობით, აქედან 5 მილიონზე მეთი აშშ-ში. მომღერლის მესამე სტუდიური ალბომი "Try This" წინამორბედთან შედარებით გაცილებით ნაკლებწარმატებული აღმოჩნდა. იგი გამოიცა 2003 წელს და უმეტეს წილად მძიმე როკის სიმღერებით იყო სავსე. მან მსოფლიოში მხოლოდ 3,5 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვა შეძლო. "Try This"-ის შემდეგ ფინქმა გრძელვადიანი შესვენება აიღო და კვლავ დაუბრუნდა სცენას 2006 წლის აპრილში, როდესაც გამოუშვა თავისი მე-4 სტუდიური ალბომი "I'm Not Dead". ალბომი დიდი წარმატება იყო, როგორც გაყიდვების, აგრეთვე კრიტიკოსების რეაქციის მიხედვით. ბევრმა კტიტიკოსმა ალბომს 2006 წლის საუკეთესი ალბომი უწოდა. ალბომის პირველი სინგლი იყო "Stupid Girls", რომლის კლიპიც დიდი განსჯის საგანი გახდა. სიმღერასა და კლიპში ფინქმა გააკეთა ცნობილი ამერიკელი ვარსკვლავები პაროდია. ალბომიდან გამოვიდა კიდევ 3 წარმატებული სინგლი, ესენია: "Who Knew", "U + Ur Hand" და "Nobody Knows". მსოფლიოშო ალბომის 6 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, რაც ბოლო დროისათვის, როდესაც ალბომების გაყიდვები საგრძნობლად კლებულეობს, ძალიან კარგი მაჩვენებელია. ფინქის მე-5 სტუდიური ალბომი 2008 წლის 28 ოქტომბერს გამოვიდა. მისი პირველი სინგლი "So What" მომრერლის უდიდესი ჰიტი გახდა მსოფლიოს მასშტაბით. სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ჩარტებში, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, გერმანია, ირლანდია და ა.შ. სიმრერამ ზედიზედ 6 კვირა გაატარა მსოფლიო ჰიტების ჩარტის უმაღლეს საფეხურზე. ალბომი მხოლოდ 3 კვირის წინ გამოვიდა და უკვე 1 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
მიმაგრება: 7278475.jpg (90.7 Kb) · 6424874.jpg (31.1 Kb) · 3700731.jpg (67.8 Kb)


 
Katherina-Cobainთარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-23, 12:30 PM | შეტყობინება # 2
Main Bitch is here ^^ who the Fuck are you ?!
ჯგუფი: Mrs. Cobain♥Somerhalder
შეტყობინებები: 3201
რეპუტაცია: 51
სტატუსი: Offline
jigari qali
ertaderti papsaviki romlis musikasac vapaseb ( ogond imas ar nishnavs rom xshirad vusmen biggrin )



 
Elenaთარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-23, 12:58 PM | შეტყობინება # 3
უფროსი ვამპირი
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 434
რეპუტაცია: 11
სტატუსი: Offline
didi araperi papsavikebshi gamorcheulia, tumca arc imdenad rom movusmino da miyvardes, tumca ase tu ise gemovnebian musikas qmnis

 
TaT♥KeTთარიღი: სამშაბათი, 2011-04-12, 10:50 PM | შეტყობინება # 4
Damon ^__^
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 2515
რეპუტაცია: 60
სტატუსი: Offline
momw s


[img]http://media.tumblr.com/tumblr_m1q8wq1mS91r9lz2t.gif[img]
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

| მთავარი |
| რეგისტრაცია |
| შესვლა |
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
Statistics
გამოკითხვა
რომელი წყვილი მოგწონთ დღიურებიდან ?
სულ პასუხი: 97
ძებნა საიტზე
Copyright MyCorp © 2025