|
კვირა, 2025-07-20, 7:55 AM მოგესალმები Guest | RSS
♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥

მოულოდნელი დასაწყისი
| |
saaali | თარიღი: კვირა, 2011-07-10, 3:32 AM | შეტყობინება # 1 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| პროლოგი საერთოდ არ ვიცოდი წესიერად და ვერც ვხვდებოდი ამ ბოლო პერიოდში რა ხდებოდა..უბრალოდ ბოლოს ის მახსოვს თუ ვოლდემორი როგორ აცხადებდა საზეიმოდ იმას, რომ ჰარი ცოცხალი აღარ იყო და თვითონ გაიმარჯვა. ამის შემდეგ მახსოვს, რომ უკვე ჰოგვორტსის ეზოში მივრბოდი (არც ვიცი სად), შემდეგ ტკივილი და ძირს დავეცი.. რაღაც თბილს და ცხელს ვგრძნობდი რომელიც გაუჩერებლად მოდიოდა და ვერ ვხვდებოდი იყო ან ჩემს თავს რა ჭირდა.. უცებ ყვირილი გავიგონე, მაგრამ მივხვდი ეს კარგის ნიშანი იყო. მაგრამ ეს ყველა ხმა და ერთმანეთში არეული ფიგურები ჩემგან ძალიან შორს იყო.. ნელ-ნელა ყველაფერი გაქრა და მის ადგილას წყვდიადი და სიჩუმე გამეფდა.
www.gossipgirl.ucoz.org
|
|
| |
Anna♥Vampire | თარიღი: კვირა, 2011-07-10, 6:37 PM | შეტყობინება # 2 |
 Normal People Scare Me O_o
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1779
სტატუსი: Offline
| the best <3 Hp <3 momewonebaa <3
|
|
| |
saaali | თარიღი: კვირა, 2011-07-10, 9:25 PM | შეტყობინება # 3 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| მოკლედ ეხლა დავდებ და იმედია მოგეწონებათ
www.gossipgirl.ucoz.org
|
|
| |
saaali | თარიღი: კვირა, 2011-07-10, 9:27 PM | შეტყობინება # 4 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| თავი 1
-ჰარი არც კი მჯერა რომ ყველაფერი დამთავრდა- აღტაცებული იმეორებდა რონი უკვე მერამდენედ არც მახსოვს.. -თან რაც მთავარია საბედნიეროდ დამთავრდა, - მას აჰყოლოდა ლუნაც.. ეს გოგონა ყოველთვის უცნაური იყო. ვერასდროს გათვლიდი თუ როგორ მოიქცეოდა წინასწარ. -თუ ამდენ დანაკარგს გავითვალისწინებთ, არც ისე კარგი შედეგია, - ეს უკვე ჰერმიონი იყო. ყოველთვის ჭკვიანური აზრები მოსდიოდა ხოლმე თავში საერთოდ და ეხლაც ვეთანხმებოდი მას. -შენ როგორ ხარ ჰარი? - ლუნა მომიბრუნდა სანამ თავის ჯოხს მიწიდან აიღებდა. -როგორ უნდა ვიყო? რა თქმა უნდა ძალიან კარგად. როგორც რონმა და შენ თქვით მართლაც ყველაფერი საბედნიეროდ დამთავრდა. ახლა კი ორი წუთი უნდა დაგტოვოთ.- ვუპასუხე ლუნას შემდეგ ცოტა ხნით ჩემი მეგობრები სკოლის კარებთან დავტოვე და წამოვედი. რა თქმა უნდა წუწუნს ნამდვილად ვერ დავიწყებდი, რადგან ვიცოდი ეს ყველაზე უკეთესი შედეგი იყო რაც კი ოდესმე შეიძლებოდა გვქონოდა. ყველა მოსწავლე თუ მასწავლებელი ჰოგვორტსის შენობაში და ეზოში ჯოხებით მომარჯვებული დადიოდა და ცდილობდა ბრძოლის შედეგად დანგრეული აღედგინათ. ყველგან საერთო მხიარულება იგრძნობოდა, ბუ ყოველ წუთს მოდიოდა მოლოცვის წერილებით. ყველა ბედნიერი და დამშვიდებული იყო იმის გამო, რომ დედამიწის მცხოვრებლების ყველაზე დიდი მტერი ცოცხალი აღარ იყო და ვერც ვეღარასდროს დაბრუნდებოდა იმ ქვეყნიდან. ცოტაც გავიარე და ჰაგრიდის დამწვარი ქოხიც გამოჩნდა. მივუახლოვდი და შიგნით შევედი. -ჰაგრიდ, - დავიცადე, მაგრამ პასუხი არავინ გამცა, - ჰაგრიდ, - მეორე ცდამაც უშედეგოდ ჩაირა..მივხვდი, რომ ჩემი მეგობარი გოლიათი სახლში არ იყო და არც მისი ძაღლი. არც გამკვირვებია და მოძებნაც არ დავუწყე, უბრალოდ ჯოხი მოვიმარჯვე და შევეცადე მისი სახლისთვის ისევ ისეთი მყუდრო იერი დამებრუნებინა როგორიც ადრე მახსოვდა. ქოხი 5 წუთში ისევ მთელი იყო და როცა მას ვუყურებდი ნოსტალგია შემომაწვა.ბავშვობის ყველაზე ლამაზი და მხიარული დღეები ჰაგრიდის ქოხში გვქონდა მე, რონს და ჰერმიონს გატარებული. ხშირად ვიპარებოდით ხოლმე სკოლიდან ჩემი გასაქრობი მოსასხამით და აქ მოვდიოდით. ხოლო ჰაგრიდი ცხელი ჩაით და გამხმარი გიგანტური ნამცხვრებით გვიმასპინძლდებოდა ხოლმე. -კიდევ კარგი ეს მაინც დალაგებულია, - უცებ ჰაგრიდის ხმა გავიგონე, რომელიც კარებში იდგა და პალტოს კიდებდა, - მადლობა ჰარი. -ჰაგრიდ არაფერია სამადლობელი, - და გულწრფელად გავუღიმე ჩემს გოლიათ მეგობარს, - ჯერ კიდევ ბევრი რამეა მოსაწესრიგებელი. -ხო რა თქმა უნდა ვიცი, - ამოიოხრა ჰაგრიდმა და დაჯდა, - ჩემს მეგობარს ვერ ვპოულობ. მართლა ხომ არ გინახავს?-უცებ მე შემომხედა. „მეგობარში“ ალბათ თავის ძაღლს გულისხმობდა. -არა, ჰაგრიდ ნამდვილად არ მინახავს. -კარგი რას გავაწყობთ - ამოიოხრა და თვალები დახუჭა, - დღეს მისი ძებნის თავი მაინც არ მაქვს, - დაამთქნარა და თავი მაგიდაზე დადო. ძალიან იყო დაღლილი იმისათვის, რომ ლოგინამდე მიეღწია, მაგრამ მეეჭვებოდა მისი დახმარება მე შემძლებოდა. ჩუმად ავდექი და კარებისკენ წამოვედი როცა ჰაგრიდმა ბუტ-ბუტით მომაძახა: -ჰარი მართლა სკოლაში შედი გეძებენ.
www.gossipgirl.ucoz.org
შეტყობინება შეასწორა saaali - კვირა, 2011-07-10, 9:27 PM |
|
| |
saaali | თარიღი: კვირა, 2011-07-10, 9:27 PM | შეტყობინება # 5 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| როგორც კი ჰაგრიდის ქოხიდან წამოვედი ჯერ სამედიცინო ფლიგელისკენ გავემართე. როდესაც შიგნით შევედი ძალიან მძიმე სურათი დამხვდა. ფლიგელი სულ სავსე იყო და მადამ პომფრი კი ალბათ ხან ვის უხვევდა ხელს, ხან ვის ასმევდა წამალს ან ვის არჩენდა შელოცვებით თვითონაც ვერ ხვდებოდა. არც გამიკვირდებოდა ერთმანეთში, რომ არეოდა რაღაცეები, ხოლო შემდეგ კი გამწარებული პაციენტების რეაქციის წარმოდგენა არც მინდოდა. ძალიან ბევრი მოსწავლე იყო ცუდად. თითქმის ყველა მათგანის მშობელი ახლა აქ იყო და ისინიც მადამ პომფრის ეხმარებოდნენ როგორც კი შეეძლოთ. უცებ ნევილს მოვკარი თვალი და მისკენ წავედი. -ნევილ, რა გჭირს? - ვკითხე და მის ლოგინზე ჩამოვჯექი. -სერიოზული არაფერი, - თავი გააქნია ნევილმა, - ეგეთი სახით ნუ მიყურებ. ერთ საათში უკვე გამწერენ აქედან. ვეღარ ვითმენ, მაგრამ ხომ იცი გაპარვა გამორიცხულია. -არა რა გაპარვა. წყნარად იწექი და ერთი საათი ისე მალე გავა ვერც გაიგებ. აქ იმდენი რამე ხდება არ მოიწყენ და შემდეგ სრულიად ჯანმრთელი დატოვებ აქაურობას. - ამაყად გავიღიმე, რადგან მივხვდი, რომ სულელური საქციელი გადავაფიქრებინე. -ხო კარგი როგორც კი აქედან გამოვალ პირდაპირ წვეულებაზე გავჩნდები, - ნევილი გახარებული ადგილზე ვეღარ ისვენებდა. -მოიცა.. - გაკვირვებულმა დავაწყნარე, - რა წვეულება? -როგორ თუ რა ჰარი? - მანაც გაკვირვებულმა შემომხედა. - ვოლდემორის დამარცხებას ვზეიმობთ. არა რა მე ვწევარ ფლიგელში და შენზე ადრე ვგებულობ ახალ ამბებს, - გულიანად დამცინა კიდეც. -ხო კარგი გეყოს. ვიცოდი,რომ სასწრაფოდ მიბარებდნენ. აი თურმე რას აპირებენ. - სასწრაფოდ გამოვემშვიდობე ნევილს და ფლიგელიდან წამოვედი. მართალია ვეცადე ნევილი გამემხნევებინა, მაგრამ ვაღიარებ იქ ყოფნა სულაც არ იყო სახალისო ძლივს გავჩერდი და სულ მეც თავის დაძვრენაზე ვფიქრობდი. იმედია ნევილმა ჩემი ტყუილი დაიჯერა და გაჩერდება. როგორც კი გარეთ გამოვედი ეზო უკვე სულ მწვანე და სუფთა იყო. წინანდელი ბრძოლის კვალიც კი არსად დარჩენილიყო. სკოლაც უკვე თავის ადგილზე წინანდებურად იდგა. შიგნით კი შესვლისთანავე საზეიმო იერი იგრძნობოდა. სკოლა მორთული იყო, ხოლო ბავშვები ლამაზად ჩაცმულები აქეთ-იქით დადიოდნენ, მაგრამ ყველას დანიშნულების ადგილი მაინც მთავარი დარბაზი იყო. უცებ ჰერმიონს და რონს მოვკარი თვალი, რომლებიც კიბეებზე ჩამოდიოდნენ და თან რაღაცაზე გაცხარებული ლაპარაკობდნენ. უცებ დამინახეს და ჩემსკენ წამოვიდნენ. -ჰარი შენ გეძებდით ზუსტად, - დაიწყო ჰერმიონმა თან ნერვიულად გაიღიმა , - დროზე წადი, ტანსაცმელი გამოიცვალე და ჩამოდი. -ხო კარგი წავედი და დარბაზში გნახავთ, - ვთქვი თუ არა წასასვლელად შევბრუნდი და ამ დროს რონის ხმამ შემაჩერა. -ჰარი მართლა რომ ახვალ ჯინიც დააჩქარე, უთხარი მალე ჩამოვიდეს, - თქვა რონმა და თან გაწითლდა, მაგრამ ჩემთვის არ შემოუხედავს. -მე რატომ მეუბნები? - გამიკვირდა მათი საქციელი, - ჰერმიონ შენ რატომ არ უთხარი ? -ოჰ ჰარი, მე როგორ უნდა მეთქვა როცა ვერსად ვიპოვე? - თქვა ჰერმიონმა და ისე შემომხედა თითქოს ყველაფერი ვიციო და თავს ნუ ისულელებო, - ვიცით რომ შენთან ერთად იყო. -ააჰ, - გავიგე რაც ხდებოდა, - როგორც იქნა მივხვდი, მაგრამ ცდებით. მე ჰაგრიდთან და შემდეგ კი ფლიგელში ვიყავი ნევილი მოვინახულე. -მოიცა თუ შენთან არ იყო და ვერც ჰერმიონმა იპოვა ჯინი მაშინ სად არის?- რონმა ორივეს შემოგვხედა და ორივე ჩემგან ელოდა პასუხს, მაგრამ არც მე ვიცოდი რა მეთქვა. -არ ვიცი რონ, დარბაზში შედით და იქ მოძებნეთ მეც ეხლავე მოვალ, - მაშინვე მოვბრუნდი და ჩემს ყოფილ ოთახში ავედი. გამოვიცვალე და ჩამოვედი. დარბაზში დიდი ხმაური იყო. ყველა ცეკვავდა და ერთობოდა. ვერავევინ წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც 5 საათის წინ აქ ბრძოლა იმართებოდა. უცებ აღელვებული ქალბატონი და ბატონი უიზლი დავინახე და მათკენ წავედი. -ქალბატონო მოლი რა ხდება? -ჰარი ღმერთო ჩემო არც კი ვიცი- უცებ მისის უიზლის სიტყვა გაუწყდა და ატირდა. მისტერ უიზლი ცდილობდა ცოლი დაეწყნარებინა, მაგრამ არც თვითონ ჩანდა უკეთეს დღეში. -ჯერ ტყუპისცალი, ახლა კი ჯინი..მასაც რომ რამე მოუვიდეს - სლუკუნით ლაპარაკობდა ქალბატონი მოლი. -მოლი ნუ გეშინია, დაწყნარდი- მისტერ უიზლი ისევ განაგრძობდა მის დამშვიდებას. ამ დროს ბილი, რონი, ჰერმიონი და ჯორჯი მოვიდნენ. -დედა ვერსად ვერ ვიპოვეთ, - სერიოზული ტონით განაცხადა ბილმა, - ჯინი დაიკარგა...
www.gossipgirl.ucoz.org
|
|
| | |
saaali | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-07-13, 11:29 PM | შეტყობინება # 7 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| evil_Katherina, chemi azrit bevri veraperia, magram madloba aseti komentaristvis
www.gossipgirl.ucoz.org
|
|
| |
saaali | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-09-01, 2:27 AM | შეტყობინება # 8 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| ეხლა დავდებ მესამე თავს ხოლო შემდეგ კი მეორეს.. შეიძლება გაგიკვირდეთ და სწორედ ასე უკუღმა წაკითხვით გაიგებთ შინაარსს
www.gossipgirl.ucoz.org
|
|
| |
saaali | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-09-01, 2:33 AM | შეტყობინება # 9 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| თავი მესამე
რაც შეეძლო სწრაფად გარბოდა.. გზას ვერ იკვლევდა, რადგან ტყეში ყველაფერი ერთნაირი ჩანდა. არ იცოდა რომელ მხარეს წასულიყო ან სად დამალულიყო. თითქოს ისედაც ხვდებოდა, რომ ამის მცდელობა უშედეგო იყო. მაგრამ უმოქმედობა არ შეეძლო, სიკვდილს დამშვიდებული ვერ შეხვდებოდა. ყველა ადამიანი იბრძვის სიკვდილის წინ. შეიძლება თავიდან ეგონოთ, რომ საკუთარი სურვილით იკლავენ თავს, მაგრამ შემდეგ ხვდებიან თუ როგორ შეცდომას ჩადიან.. სამწუხაროდ უკვე გვიანია. -რა გინდათ?- იყვირა და სირბილს თავი დაანება. იცოდა თავის მდევარს ვერ გაასწრებდა. ის უბრალოდ მისი შიშით ერთობოდა. მოსწონდა,რომ იტანჯებოდა. მაგრამ არ იცოდა თუ ამას რატომ აკეთებდა. როდესაც ხვდები, რომ გაქცევით საკუთარ თავს ვერ შველი მაშინ მხოლოდ ერთადერთი გზა გრჩება გადასარჩენად : ნებისმიერ ფასად ბრძოლა სიცოცხლისათვის. როცა არავინ გასცა პასუხი და ირგვლივაც საშველს ვერსად ხედავდა მიხვდა, რომ სხვა გზა არ ქონდა. მასაც უნდა ებრძოლა საკუთარი სიცოცხლისათვის. თურმე სიკვდილის წინ სიცოცხლე როგორი ძვირი ხდება? ამის გაფიქრებაზე მწარედ გაეცინა და მაშინვე ცრემლები წამოუვიდა, რომლებსაც აქამდე როგორც შეეძლო იკავებდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ცხოვრებაში არაფერი განსაკუთრებული არ იყო მაინც ყოველთვის ყველაზე ნაკლებად სიკვდილი უნდოდა. -კი მაგრამ რატომ? გოგონა მიწაზე დაჯდა, ფეხებს შემოეხვია და თავი ჩარგო. ტიროდა და ამიტომ ვერ შეამჩნია, რომ ვისგანაც გარბოდა უკვე მის წინ იყო. ამიტომ მისმა ხმამ მოულოდნელად გაიჟღერა.
www.gossipgirl.ucoz.org
შეტყობინება შეასწორა saaali - ხუთშაბათი, 2011-09-01, 2:48 AM |
|
| |
saaali | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-09-01, 2:34 AM | შეტყობინება # 10 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| -იმიტომ,რომ ეს მე მჭირდება..შენი სიკვდილი ჩემი სიცოცხლის გასაგრძელებლად არის საჭირო, თუმცა ამას სიცოცხლეს ვერც დავარქმევ,- როგორც კი გოგონამ მას შეხედა მიუხედავად იმისა, რომ იგი ადამიანს წააგავდა, უთქმელად მიხვდა რომ ადამიანი ნამდვილად არ იყო. არც კი იცოდა ზუსტად რას გრძნობდა. ახლა უფრო დაბნეული იყო ვიდრე შეშინებული. ის არც თუ ისეთი საშინელი იყო როგორიც წარმოედგინა. პირიქით მისმა გარეგნობამ აღაფრთოვანა. ის ულამაზესი იყო, გრძელი, ხვეული ყავისფერი თმებით.მისი მოძრაობები ძალიან გრაციოზული იყო (თითქოს ამ საუკუნეს არ ეკუთვნოდა) და ერთი შეხედვით გულგრილი და ცივი გეგონებოდათ. თანაც მისი ხმაც ამასვე დაგიდასტურებდათ. რატომღაც უსულო, უძრავი და რაღაც ცივი საგანი წარმოგიდგებოდათ თვალწინ, რომ არა მისი სიცოცხლის ერთადერთი მანიშნებელი - თვალები. სხვათაშორის მისი ამოკითხვა იყო ყველაზე რთული და მართლაც, რომ საუკუნეები გეცხოვრათ ამ არსებასთან, მაინც ვერასდროს ამოიკითხავდით თუ რა იმალებოდა მის ზედაპირულ გულგრილ გამოხედვაში. გოგონამ დიდხანს თვალი ვეღარ გაუსწორა, თავი დახარა და აკანკალდა. თვითონაც იცოდა, რომ სიცივე აქ არაფერშუაში იყო და თანაც გარეთ საკმაოდ თბილოდა. -მე..მე...-ცრემლებმა ისევ ძალაუნებურად გააჩუმეს,-იქნებ არ მომკლათ? მე ეს მართლა არ მინდა. არასდროს მდომია სიკვდილი, მასზე არასოდეს მიფიქრია..-ისევ გაჩუმდა და ისევე ადრინდელი მიზეზით,- მეშინია,- მხოლოდ ეს თქვა და გაჩუმდა.. ისევ ტიროდა, მაგრამ იცოდა, რომ ვეღარასდროს შეძლებდა ხმის ამოღებას. ცივი არსების ცივმა გამოხედვამ ყველაზე საშინელი რამ დამართა ვიდრე სიკვდილია. მას გადარჩენის იმედი მოუკლა და მასთან ერთად შიშიც გაუქრა. მის ადგილზე კი მხოლოდ სინანული და ტკივილი დარჩა. -რათქმაუნდა კარგია რომ გეშინია,- უპასუხა მან და ირონიულად გაიღიმა,- ესეც უნდა იყოს,-ეს თქვა და მისკენ დაიხარა.წამის შემდეგ კი გოგონა მიწაზე მკვდარი ეგდო და ისეთივე უსიცოცხლო და ფერმკრთალი, როგორიც მისი მკვლელი იყო.
www.gossipgirl.ucoz.org
შეტყობინება შეასწორა saaali - ხუთშაბათი, 2011-09-01, 2:40 AM |
|
| |
saaali | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-09-01, 2:34 AM | შეტყობინება # 11 |
 Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
სტატუსი: Offline
| ***
ყველაფერი მოგვარებული იყო.. კუბო და საფლავი, თავისი გარდაცვლილი ადამიანით, (რომელსაც სრულიად უდანაშაულო გოგონა ემსხვერპლა).საქმე გაკეთებული იყო, ყველაფერი გაკეთებული იყო იმისთვის, რომ ჩემი სიკვდილი დაეჯერებინათ. ამიერიდან მე მკვდარი ვარ და არა მხოლოდ მათთვის საკუთარი თავისთვისაც.ფაქტიურად აქ მართლა დავმარხე ჩემი ის ნაწილი ვისაც ყველა იგლოვებს, ხოლო ის ნაწილი რომელიც იცოცხლებს არავის ეყვარება. პირიქით შეიძლება სასაცილოც იყოს, მაგრამ თითონვე მომთხოვდნენ იგივეს გაკეთებას არჩევანის საშუალება, რომ მიმეცა. სწორედ ამიტომ ყველა მათგანი ჩემთვისაც მოკვდნენ, დღეიდან კი ახლიდან დავიწყებ არსებობას ოღონდ არა როგორც ადამიანი, არამედ როგორც ვამპირი. მაგრამ საშიში არაფერია რადგან ეს არავის ეცოდინება, მე კი ამ საიდუმლოს არასოდეს გავამხელ.
www.gossipgirl.ucoz.org
|
|
| |
Favourite♥Dessert | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-09-01, 8:31 PM | შეტყობინება # 12 |
 youCanFeelTheMagic
ჯგუფი: შემმოწმებელი
შეტყობინებები: 1118
სტატუსი: Offline
| saaali, :love:
Moomwons saaali
|
|
| |
MOTHERFUCKER | თარიღი: პარასკევი, 2011-09-16, 11:24 PM | შეტყობინება # 13 |
 katerina
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 6446
სტატუსი: Offline
| momwons
|
|
| |
|
|
|
|
|