ორშაბათი, 2025-07-21, 9:57 PM
მოგესალმებიGuest | RSS ♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥ ♥♥
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ჩვენი შემოქმედება
AnnAთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 2:45 PM | შეტყობინება # 31
მარტოსული ვამპირი
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 265
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
saaali, mm.. gagrdzelebas ver vxedav saal :* biggrin

 
saaaliთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:01 PM | შეტყობინება # 32
Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
რეპუტაცია: 105
სტატუსი: Offline
თავი 2

კარები გამოვაღე,მანქანაში ჩავჯექი და უხმოდ დავქოქე. მთელი გზა ჩუმად ვიყავით და ხმა არცერთს ამოგვიღია.. ანდა რა უნდა მეთქვა ? ეხლაც კი მიჭირდა იმის დაჯერება რომ ჩვენი ურთიერთობა ესე შეიცვალა. ადრე მოსიყვარულე და-ძმა ვიყავით, მის ცუდ მხარეებზე ყურადღებას არ ვამახვილებდი და არც ის ამახვილებდა ჩემსაზე. ეხლა კი რასაც ქვია გამოჭერაზე ვართ, მაგრამ დეიდა მართალი იყო.. ვერ გადავიტანდი მასაც რამე რომ მოსვლოდა და თანაც ჩემს გამო.. მეორედ უკვე ამასთან გამკლავება აღარ გამომივიდოდა.
-გაკვეთილები 3-ზე მიმთავრდება და მანქანაში დაგხვდები- საუბრის წამოწყება ვცადე
-ბელა არაა მზრუნველი დაიკოს როლის თამაში საჭირო- უკმეხად ჩაიცინა- ეხლა მანქანაში ჩვენს გარდა არავინაა..-
ნუთუ ?? ერთ მაგრად ვხევდი იმ დიდ, გასიებულ, თვითკმაყოფილ სახეში! მაგრამ არაა საჭესთან ვზივარ და არ ღირს.. ჯობია ეხლა დავმშვიდდე და აღარ გამოველაპარაკო.. ტყუილად ვეცადე- გავიფიქრე ჩემთვის, მართლა არ მომეწონა ესეთი პასუხი მაგრამ მისგან სხვანაირი უფრო უნდა გამკვირვებოდა ვიდრე ასეთი.
-ხო და მართლა ძიძობა არ დაგჭირდება დღეს ჩემი, შეგიძლია სახლში მარტო წახვიდე- უცებ ამოყარა სიტყვები ..
- ხოო?? რატოომ? რა ხდება ასეთი? აბა როდის მოხვალ? - გაკვირვებული ვიყავი მეგონა სახლში ფეხით წასვლა მე მომიწევდა.
-არ მოვალ საერთოდ დღეს ნიკთან ვიქნები.. აბა შენ რა აგიტანს?? - მკითხა დამცინავად და ისე შემომხედა თითქოს მისი მოსაბეზრებელი თაყვანისმცემელი ვიყავი..
- როგორც გინდა მეც მაგ მაწუხებდა და ძალიანაც მიხარია მე რომ არ მომიწევს წასვლა- არც მე დავრჩი ვალში და გამარჯვებულის გამომეტყველებით გავიხედე წინ..
- ხო კაი ოღონდ არ დაგავიწყდეს ხვალისთვის დეიდას უთხარი რა დამჯერი ბიჭი ვარ.. სკოლიდან მოვედით ,ვისადილეთ და მერე მთელი საღამო წიგნიდან არ ამიყვია თავი.. ბოლოს და ბოლოს ესე 12 საათისთვის მოვრჩი გაკვეთილებს და დავიძინე..მეორე დილითაც ესეთი საყვარელი ვიყავი არაა??
შემომხედა და ძალით „ჰოლივუდური ღიმილით“ დამაჯილდოვაა. უყურეთ ამას კიდევ რა უნდა? ხოო კარგი ეგრე იყოს მაგის სახლში არ ყოფნა მეც მაწყობს და ეშმაკურად გამეღიმა როცა თავში რაღაც წვეტიანი აზრები მომაწვა...- კარგი ტაილერ შევთანხმდით ეგრე იყოს _ და გულუხვად გავუღიმე..
-აჰაა ეგრე არ ჯობია? კაი ეხლა უნდა წავიდე... ძლივს მოვედით რა ნელა ატარებ მანქანას ლამის ჩამომეძინა- მიტრიალდა და კარების სახელურს ხელი მოკიდა, რომ გადასულიყო.. მაგრამ არც ესე სწრაფად მეგობარო და უცებ დავუძახე
- ოღონდ სიჩუმეს თავისი ფასი აქვს ხომ იცი?? - უცებ სახე შეეცვალა მაგარ ბიჭს აღარ გავდა რომელიც წამის უკან მეჭყანებოდა.
-ხოო აბა მეც არ გამიკვირდა უანგაროდ როგორ მეხმარებათქო?? - ოჰ საწყალი რომ არ ვიცნობდე შემეცოდებოდა ეს საზიზღარი დონ-ჟუანი..
- რას ვიზამთ პირობა ესეთია.. მე შენ გეხმარები და შენ მე.. ოღონდ შეიძლება დღეს და ხვალ არაფერი გთხოვო.. ასე რომ სრულ მზადყოფნაში იყავი რა იცი რა მომინდება- ჩანთას ხელი დავავლე და მანქანა ტრიუმფალურად დავტოვე ისე რომ მისი სახისთვის არც შემიხედავ.. ჯერ არ ვიცოდი ეს სურვილი რა იქნებოდა, მაგრამ თვითონაც მიხვდა რომ არაფერი კარგის იმედი არ უნდა ქონოდა..
სკოლის ეზოში შევედი და ნაცნობმა ადგილმა ჩემში ბევრი ნაცნობი და უცნობი შეგრძნება გამოიწვია. ყოველ წელს ასე იყო საერთოდ მაგრამ არაა.. ამ წელს რაღაც სხვანაირი იყო და მშვენივრად ვხვდებოდი რა იყო ეს სხვა რაღაც. ეზო მართლაც ძალიან ლამაზი იყო , უამრავი ხე და ბუჩქი და რამოდენიმე მოედანიც იყო ზაფხულში სათამაშოდ. მასში ყოველთვის მხიარული სიცილ-კისკისს თუ გაიგონებდით : დილით სასწავლო დღისგან და შუადღეს ამ დღის დასასრულისგან გამოწვეულს. მაგრამ დღეს ეს სიხარული მთელი სამი თვის უნახავობისგან იყო გამოწვეული.. ეზო მანაქანებით, მოსწავლეებით და მშობლებით იყო გადაჭედილი.. ვდილობდი ამდენ ხალხში ჩემი ნაცნობები მეპოვა და ფეხისწვერებზე, კისერმოღერებული მივდიოდი წინ. აიი როგორც იქნა ისინი.. ჩემი საუკეთესო მეგობრები, მაგრამ განსაკუთრებით ერთის დანახვა გამეხარდა. როზალინდა ჯონსონი ლამაზი შავგრემანი გოგონაა, სიმაღლით არც თუ ისე მაღალი არის ჩემზე დაახლოებით ერთი თავით დაბალი, ულამაზესი გრძელი შავი ატლასივით თმით და საყვარელი, ბავშვური მრგვალი სახით რომელსაც მუდმივად მისი საყვარელი ღიმილი ამშვენებს. კბილები იმდენად თეთრი აქვს, რომ როცა იცინის ისინი ანათებენ მის სახეზე. ასეთი არის ჩემი დაქალი, ყოველ შემთხვევაში ასეთი მახსოვდა. როცა დავინახე კი პირი მაშინვე გაკვირვებისგან გავაღე და თვალებს ვერ ვუჯერებდი და ისიც ამავე მდგომარ
ეობაში იყო.



www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:02 PM
 
saaaliთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:03 PM | შეტყობინება # 33
Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
რეპუტაცია: 105
სტატუსი: Offline
-ღმერთო ჩემო ბელა ეს შენ ხარ?? როგორ შეცვლილხარ თითქოს სამი თვე კი არა სამი წელი გასულიყოს..- თვალებს ვერ უჯერებდა და მისი მესმოდა კიდეც მართლაც ეგრე იყო..
- როუზ და ამის მერე შენ მე მეუბნები შეცვლაზე რამეს? ძლივს გიცანი მაგრამ ახალი სტილი მართლა ძალიან მოგიხდა- სორედ ის გოგონა რომელიც აღვწერე ჩემს წინ იდგა მოკლე თმებში, დახეულ ჯინსის შარვალში და ტყავის კურტკაში. ვერ ვიჯერებდი ძველ როუზს საერთოდ არ გავდა, მასთან შედარებით უფრო გიჟი, გადარეულიც იყო.. ძლივს გონზე მოვეგეთ თუ არა ერთმანეთს ათასნაირი წივილ-კივილით ველეწეთ და თან ადგილზე ვხტუნაობდით კარგახანი. ბოლოს მაიკის ხმამ გამოგვაფხიზლა და მეც მივხვდი რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი ბავშვი იყო. მაიკისაც მივესალმე და ისიც როგორც როუზი საშინლად იყო შეცვლილი. გარუჯული,შარშანდელთან შედარებით ბევრად მაღალი და ჩკუითაც გაზრდილი მეჩვენებოდა, მაგრამ მისი ცისფერი თვალები და თბილი მეგობრული ღიმილი უცვლელი იყო.მის შემდეგ პირველი ვინც დავინახე ეს მისი და და ჩემი კლასელი ამანდა როჯერსი იყო. უფრო სწორად კი არ დავინახე მივხვდი რადგან ისე შემომახტა რომ მის გარდა სხვა ასე არავინ მოიქცეოდა.
- მოიცა ერთი კარგად შემოგხედო.. ეს რა არის რაც ჩემგან შორს იყავი მოდასაც დაშორდი როგორც ჩანს -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ვიდრე ჩემთვის - მაგრამ არაუშავს ამას აუცილებლად გამოვასწორებთ… და მანაც გამიღიმა ისეთი ღიმილით როგორიც მე მიყვარდა. -ბავშვებო ყველანი ძალიან მომენატრეთ.. მართლა დიდი დრო გავიდა რაც არ გვინახავს ერთმანეთი- და ეს მართლაც ესე იყო. ეს ადამიანები ჩემი ცხოვრების შემადგენლი ძირითადი ნაწილები იყვნენ ჩემი ოჯახის შემდეგ, მაგრამ რადგან იქ ყველაფერი თავდაყირა მაქვს ეხლა მარტო ესენი დამრჩა.
აშკარად ცოტა უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რატომღაც, მიუხედავად იმისა რომ ეზოში საშინელი ყაყანი იყო. -აი მონატრებულმა ზარმაც დარეკა სამი თვის შემდეგ. მგონი დროა შევიდეთ და პირველ გაკვეთილზე არ დავიგვიანოთ- ესეთ სიტუაციებში შველა მხოლოდ მაიკს შეეძლო და ეხლაც მან იხსნა ყველა და ასევე ზარმაც. მაშინვე დავიშალეთ და სკოლისაკენ გავემართეთ.
ვერც კი წარმოიდგენთ რა გაჭედილი იყო შესასვლელი კარები. საერთოდ სკოლა კარგი დიდი 4 სართულიანი შენობა იყო, მაგრამ შესასვლელი მხოლოდ ერთი დიდი კარები ჰქონდა. სამწუხაროდ ყოველ დილით აქ ესეთი ამბავი იყო და სკოლაში როცა მოხვიდოდი დაახლოებით 15 წუთი გინდოდა სანამ შიგნით შეხვიდოდი. მითუმეტეს დღეს გაორმაგებული თუ გასამმაგებული იყო, რადგან თითქმის ყველა მოსწავლეს მშობლები ახლდა და ამის დანახვაზე გული სასინლად მტკიოდა, მაგრამ ვცდილობდი ირგვლივ აღარ გამეხედა და რაც შემეძლო მალე შევსულიყავი. ბოლოს ესე 5 წუთის შემდეგ მეც შევძელი ცხვირის შეყოფა შენობაში, დანარჩენებს დროებით დავემშვიდობე და ადმინისტრაციისკენ წავედი. დერეფანს გავუყევი და როდესაც იმ მუქ ყავისფერ კარებს მივადექი სადაც გარედან მიკრული იყო ‘ადმინისტრაცია’ მაშინვე ფრთხილად დავაკაკუნე. იქიდანაც საპასუხო ნებართვა მომესმა და მეც შევედი მზიან და ყვავილებით მორთულ ოთახში. პირველი რაც თვალში მომხვდა საწერი მაგიდა, უამრავი საბუთები აქა-იქ (მაგრამ მოწესრიგებული) და ლამაზი, საშუალო სიმაღლის და ასაკის სათვალეებიანი ქალი. მისის კუპერი სკოლაში ბევრ საქმეებზე მუშაობდა საერთოდ, მაგრამ დღეს რატომგაც აქ გაამწესეს რომ მოსწავლეებისთვის საჭირო კოორდინატები და ინფორმაცია მიეცა. მართალია დღე ახალი დაჭყებული იყო, მაგრამ ქალს უკვე დაღლილის შეხედულება ჰქონდა.
-გამარჯობათ მისის კუპერ - შევეცადე რაც შემეძლო რბილად მეთქვა და თბილად გამეღიმა. საპასუხოდ მანაც ისევე ნაზალადევად გამიღიმა როგორც მე.
-გამარჯობა ბელა! მიხარია კარგად რომ ხარ - ცოტა უხერხულად გაწითლდა ამის თქმის შემდეგ - მართლა ძალიან ვწუხვარ შენი მშობლების გამო, ისინი გადასარევი ადამიანები იყვნენ.
მემგონი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ ამის მოსმენა ნამდვილად არ მინდოდა და მაშინვე გავაწყვეტინე - მადლობთ მისის კუპერ თანაგრძნობისთვის. ჯობია ჩემი ცხრილი გამოგართვათ და სწრაფად წავიდე გაკვეთილზე თორემ უკვე კარგად დამაგვიანდა - შეიძლება ცოტა უხეშადაც გამომივიდა, მაგრამ ეს ნამდვილად არ მადარდებდა.
- ხო მართალი ხარ ცოტა გამიგრძელდა მემგონი - თავის გასამართლებლად გაიცინა...
- აი შენი ცხრილი აქ ხელი მოაწერე და შეგიძლია წახვიდე გაკვეთილებზე.
მეც მოვაწერე ხელი რაღაც ფურცელზე, მისის კუპერს დავემშვიდობე და სასწრაფოდ წავედი იმ კაბინეტისაკენ სადაც გაკვეთილი მქონდა. ცხრილში ჩავიხედე, პირველი მათემატიკა იყო. სახე დამეჭყანა.. ნამდვილად არ მინდოდა ამ გაკვეთილიტ დაწყება, მაგრამ ვერსად გავექცეოდი..ასე რომ თამამად გავუყევი დერეფანს.


www.gossipgirl.ucoz.org
 
saaaliთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:03 PM | შეტყობინება # 34
Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
რეპუტაცია: 105
სტატუსი: Offline
მათემატიკაზე განსაკუთრებული არაფეი მომხდარა და ეს არც მიკვირდა. შესვლისას ჩემმა მგონი სიცოცხლის ზღვარს გადაცილებულმა მასწავლებელმა საყვედური მომაგება და ისე გამისტუმრა მერხთან. გაკვეთილი კი ნამდვილად მოწყენილობის სამეფო იყო, ისეთი როგორც ამ საგანს და ასეთი ასაკის კაცს შეეფერება. დრომ კი თავის თავს არ უღალატა და უდარდელად გაიწელა თითქოს ჩემი ნერვების მოსასლელად.. და გამოუვიდა კიდეც მგონი. როგორც კი ზარი დაირეკა მაშინვე გავვარდი კლასიდან ცეხლწაკიდებულივით და ცხრილს დავხედე. შემდეგი ისტორია მქონდა და თითქმის სკოლის მეორე ბოლოში უნდა მივსულიყავი. არაა აშკარად დღეს კარგი დღე ვერ იყო.
როგორც იქნა დამთავრდა და მეც შვებით ამოვისუნთქე, მეგობრებს დაღლილობის მიზეზით დავუძვერი და პირდაპირ ჩემი მანქანისკენ წავედი. ავტოსადგმოზე როგორც ყოველთვის ხალხი ირეოდა და ნახევარი უკვე ცარიელი იყო. მანქანაში ჩავჯექი და იმით ნასიამოვნებმა რომ დღეს მარტო ვიქნებოდი სახლში , გუნება გამომიკეთა და გახარებული გავუყევი ნაცნობ სკოლა-სახლის გზას.



www.gossipgirl.ucoz.org
 
saaaliთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:04 PM | შეტყობინება # 35
Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
რეპუტაცია: 105
სტატუსი: Offline
meore cota didi gamovida biggrin biggrin

www.gossipgirl.ucoz.org
 
saaaliთარიღი: შაბათი, 2010-12-25, 5:57 PM | შეტყობინება # 36
Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
რეპუტაცია: 105
სტატუსი: Offline
ra xdeba axla marto me vdeb ?? iaqtiuret biggrin biggrin

www.gossipgirl.ucoz.org
 
Katherina-Cobainთარიღი: შაბათი, 2010-12-25, 7:49 PM | შეტყობინება # 37
Main Bitch is here ^^ who the Fuck are you ?!
ჯგუფი: Mrs. Cobain♥Somerhalder
შეტყობინებები: 3201
რეპუტაცია: 51
სტატუსი: Offline
saaali, aba ar vwero biggrin magrad giweria
Quote (saaali)
შემომხედა და ძალით „ჰოლივუდური ღიმილით“ დამაჯილდოვაა. უყურეთ ამას კიდევ რა უნდა? ხოო კარგი ეგრე იყოს მაგის სახლში არ ყოფნა მეც მაწყობს და ეშმაკურად გამეღიმა როცა თავში რაღაც წვეტიანი აზრები მომაწვა...- კარგი ტაილერ შევთანხმდით ეგრე იყოს _ და გულუხვად გავუღიმე..

es abzaci gansakutrebit ratomgac biggrin biggrin biggrin
isada 3 tavs rodis dadeeb ?



 
Katherina-Cobainთარიღი: შაბათი, 2010-12-25, 7:50 PM | შეტყობინება # 38
Main Bitch is here ^^ who the Fuck are you ?!
ჯგუფი: Mrs. Cobain♥Somerhalder
შეტყობინებები: 3201
რეპუტაცია: 51
სტატუსი: Offline
წარსული და მომავალი,შუაშია აწმყო
ადამიანი ივიწყებს წარსულს,
ცხოვრობს აწმყოში
და ფიქრობს მომავალზე
წარსული ხომ უბრალოდ დაკუჭული ფურცელია
აწმყო ცოტათი შეჭმუჭნული,
მომავალი სუფთა,თეთრი და იმედებით სავსე
გინდა გადახვიდე ამ ფურცელზე
მიილტვი წინ,ახლისკენ.
არც კი ცდილობ, რომ გაშალო ძველი.
ის ძველი რომ არა არ გექნებოდა ახალი..
მომავლის გულისთმის ერთხელ მაინც უნდა მიიხედო უკან
მხოლოდ ერთხელ…..



 
Катерина_Петроваთარიღი: კვირა, 2010-12-26, 8:42 PM | შეტყობინება # 39
Act Like A Bitch
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 522
რეპუტაცია: 32
სტატუსი: Offline
katherina, saaali, Magrebia ^^

 
saaaliთარიღი: კვირა, 2010-12-26, 8:47 PM | შეტყობინება # 40
Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
რეპუტაცია: 105
სტატუსი: Offline
Elena_Gilbert, amas twizec vdeb.. ogond bavshvebma ar ician ra rogor xdeba da jer ar tqva biggrin :D biggrin

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - კვირა, 2010-12-26, 8:48 PM
 
Катерина_Петроваთარიღი: კვირა, 2010-12-26, 9:02 PM | შეტყობინება # 41
Act Like A Bitch
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 522
რეპუტაცია: 32
სტატუსი: Offline
saaali, Ar Vambob biggrin Mara Beta Gchirdeba Yvelavariantshi biggrin

 
saaaliთარიღი: კვირა, 2010-12-26, 9:03 PM | შეტყობინება # 42
Datherine <3 Stelena
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 1599
რეპუტაცია: 105
სტატუსი: Offline
Quote (Elena_Gilbert)
Mara Beta Gchirdeba Yvelavariantshi

myvas ukve happy happy stupid l@mb aris


www.gossipgirl.ucoz.org
 
Катерина_Петроваთარიღი: კვირა, 2010-12-26, 9:04 PM | შეტყობინება # 43
Act Like A Bitch
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 522
რეპუტაცია: 32
სტატუსი: Offline
Quote (saaali)
myvas ukve stupid l@mb aris

Xooo Magari Gogoa Eeg ^^


 
ana_-noთარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 10:01 PM | შეტყობინება # 44
ახალგაზრდა ვამპირი
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 199
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
kargad wert bavshvebo biggrin
me ertxel davde erti leqsi da nu ravici... :d mere arsad arafers agar vdeb biggrin
erti unicho shemogematat biggrin


 
Катерина_Петроваთარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 10:23 PM | შეტყობინება # 45
Act Like A Bitch
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 522
რეპუტაცია: 32
სტატუსი: Offline
saaali, bravooo biggrin
ana_-no, eg araferi mec unicho var biggrin


 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

| მთავარი |
| რეგისტრაცია |
| შესვლა |
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
Statistics
გამოკითხვა
მაქციები თუ ვამპირები ??
სულ პასუხი: 75
ძებნა საიტზე
Copyright MyCorp © 2025